ხაშურში პირველი “ცათამბჯენი” შენდება – ვინ აშენებს რა ღირს კვადრატული მეტრი

დღის სიახლეები საზოგადოება

ხაშურის პირველ ,,ცათამბრჯენში” – 17-სართულიან მშენებარე კორპუსში ბინების დაჯავშნა და ფართების შესყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ “ქართლის ამბები” წერს.

მათივე ცნობით, ახალ “ცათამბჯენში” 1 კვ.მ ფასი 850 დოლარიდან იწყება. ყველაზე მცირე ზომის ბინა 45 კვ.მ ფართობის იქნება.

“კორპუსს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი აშენებს. როგორც ,,ქართლის ამბები” წერდა, ვალერი გელაშვილმა მერიას 22-სართულიანი შენობის პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად. თუმცა, მერიამ მხოლოდ 17 სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა. მოტივი უცნობია” – ნათქვამია ინფორმაციში.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *