ეს ის ჯვარია, რომლითაც 28 ივნისს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისული აბიტურიენტები დაასაჩუქრა.
“პატრიარქმა დალოცა და ულამაზესი ჯვარით დაასაჩუქრა აბიტურიენტები” – ნათქვამია პოსტში, რომელიც ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა ფეისბუკ გვერდზე “პატრიარქი შიო III • ქადაგებები”.
როგორც ცნობილია, გუშინ პატრიარქმა წირვის დასასრულს, აბიტურიენტები დალოცა და ლოცვა-კურთხევის სახით, საჩუქრად, ჯვრები გადასცა:
“წელს თქვენი ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. ამასთან დაკავშირებით თქვენ ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები“, – განაცხადა შიო მესამემ.
