ბელფასტში არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სუდანელი ლტოლვილი ადგილობრივს დანით დაესხა თავს.
გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც 30 წლის სუდანელი თავშესაფრის მაძიებელი ბელფასტის მაცხოვრებელს დანით ესხმის თავს. რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც The Guardian იუწყება, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არეულობაში გადაიზარდა.
ხალხის ბრბომ, მათ შორის ნიღბიანმა მამაკაცებმა, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და სახლებს და გადაკეტეს გზები ბელფასტში და მის შემოგარენში. ასევე, როგორც ამბობენ, მომიტინგეებმა ავტობუსი გაიტაცეს და დაწვეს.
პოლიციის ცნობით, ადგილობრივ მაცხოვრებელზე თავდასხმა ქალაქის ჩრდილოეთით, დაახლოებით, საღამოს 10 საათზე მოხდა. ადგილზე სამზარეულოს დანა იპოვეს. პოლიციის ცნობით, დაახლოებით 40 წლის მსხვერპლს თვალების, სახისა და ზურგის სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა.
პოლიციის ცნობით, თავდასხმა ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.
