პაპუაშვილს ვურჩევ, გაემიჯნოს ტერორისტ ივანიშვილს, რომელიც „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით აყენებს ამ რეჟიმს – “ლელო”
ალეკო ელისაშვილის დაკავებიდან მალევე ვნახეთ პოლიტიკური დირექტივის მიცემა მართლმსაჯულებისთვის, როდესაც შალვა პაპუაშვილის განცხადებაში და არა მხოლოდ, ღიად მითითება იყო, ბრალი უნდა გადაკვალიფიცირებულიყო, რომ უნდა ყოფილიყო შემოტანილი ტერორიზმის სრულიად აბსურდული მუხლი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ბრალის გადაკვალიფიცირება არაადეკვატურად მოხდა, პოლიტიკური მითითებით, რაც არის მამუკა მდინარაძის პირადი ვენდეტა. […]
Continue Reading