სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება, 3000-ზე მეტ ვაკანსიას მოიცავს – მთავრობა

დღის სიახლეები პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბერში გამოცხადდება, 3000-ზე მეტ ვაკანსიას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარ რეგიონში, საკუთარ მუნიციპალიტეტში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ვინაიდან სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ასევე მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, სტაჟირების პროგრამებს სხვადასხვა საჯარო უწყებები აცხადებენ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *