შიმშილობა დაიწყო პატიმარმა, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები გაასაჯაროვა

გიორგი კვიცარიძემ, რომელმაც „ტვ პირველს“ პოლიციის ძალადობის კადრები მიაწოდა, ციხეში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პატიმრის დედა, ეთერ კვიცარიძე აცხადებს და ამბობს, რომ მისი შვილის გარდა, მინიმუმ კიდევ ორი პატიმარი შიმშილობს. „შიმშილზე წავიდა. სამნი სხედან სულ საშიმშილო კამერაში, დაკავშირება უნდათ „ტვ პირველთანო“. ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია, რამე არ უქნან და არ დააბრალონ მას, თვითონ ქნაო“, — განუცხადა „ტვ პირველს“ […]

Continue Reading

შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე – მდინარაძე

რაც უფრო მეტად გაზრდის დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ, რომ შესაძლოა, პერიოდულად მძლავრი იყოს აბსურდთან გათანაბრებული ზეწოლები საქართველოზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ საქართველოს მიმართ რეზოლუციების მიღება მცოცავ ოკუპაციას შეადარა და მას „მხტუნავი პიარ-სვლა“ უწოდა. „გახსოვთ ალბათ, რომ თავის დროზე „ნაცებმა“, რომლებმაც ტერიტორიები რუსებს ჩააბარეს […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი შესაძლოა, გადაიდოს – მედია

კანადაში გაჩენილი ხანძრების გამო შესაძლოა ესპანეთსა და არგენტინას შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გადაიდოს. ამის შესახებ Olu.us იუწყება. კვამლი კანადის რამდენიმე ქალაქში გავრცელდა და აშშ-ს ჩრდილოეთ ნაწილს მიაღწია. ჩიკაგოში ღია ცის ქვეშ გამართული ღონისძიებები და MLS-ის მატჩი „ჩიკაგო ფაიერსა“ ​​და „ვანკუვერ უაითკეპსს“ შორის გაუქმდა. ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) აქვს შემუშავებული პროტოკოლები ჰაერის დაბინძურების დონის შესაფასებლად […]

Continue Reading

საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ამოქმედდა – რა ღირს სარგებლობა

საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ამოქმედდა. ინფორმაციას „ენგური ატრაქცია“ ავრცელებს. ზიპლაინის სიმაღლე მიწიდან 320 მეტრია, სიგრძე 600 მეტრი, ხოლო სიჩქარე 70კმ/სთ. ზიპლაინი ენგურჰესის კაშხალზე მდებარეობს. რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ცნობილი ხდება, ზიპლაინით დაშვება საქართველოს მოქალაქეებისთვის 50 ლარი ღირს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 80 ლარი. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

მთავრობამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეთანხმების შესახებ დადგენილება გამოსცა. კერძოდ, “საკანონმდებლო მაცნეზე” გამოქვეყნებული დადგენილება საქართველო-აზერბაიჯანს შორის 18 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლას ითვალისწინებს. დადგენილება 15 ივლისით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს აზერბაიჯანულ მხარეს შეთანხმების ძალაში შესვლის შესახებ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს შეთანხმების დადების შესახებ. 2026 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში […]

Continue Reading

17 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივლისს წმიდა ანდრიას, კრეტელი მთავარეპისკოპოსის, ღირსისა მართას, სვიმეონ მესვეტისა დედის, მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიას, ღირსი ანდრია რუბლიოვის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. 680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI […]

Continue Reading

“ჩვენ ველოდით, რომ ამერიკიდან გამოაძევებდით რეჟიმის ლიდერთა ამერიკაში მყოფ ოჯახის წევრებსაც” – რა წერილით მიმართავს შალვა ნათელაშვილი მარკო რუბიოს და კონგრესმენებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მარკო რუბიოს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ყველა წევრს წერილს უგზავნის. შალვა ნათელაშვილი ამერიკას სთხოვს, საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების რიცხვიდან, რომლის მოქალაქეებსაც ამერიკაში სამოგზაუროდ მოეთხოვებათ წინასწარი, 15 000 დოლარამდე ფულადი გირაო. “ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეგობარი ამერიკელი ხალხისა და პირადად […]

Continue Reading

საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ბადიაურში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით მუნიციპალური ავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე, სავარაუდოდ, მოცურდა და გადაბრუნდა, შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და წინასწარი შეფასებით მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

Continue Reading

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის, რაც გარკვეულ დაბრკოლებებს შექმნის

აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი დადგენილებით, ფიქსირებული ვადები დაწესდება F ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა. ახალი რეგულაცია ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ შევა ძალაში და კონგრესში […]

Continue Reading