სარფში დააკავეს კაცი, რომელიც გამოძიების ვერსიით, მამის მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მამას მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მაშინ დააკავეს, როდესაც, გამოძიების ინფორმაციით, ქვეყნის დატოვებას […]

Continue Reading

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ. თანაგუნდელების ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანი ხელოვნების მუზეუმში ღონისძიებას ესწრებოდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჩვენი წყაროები გვიყვებიან, დაპირისპირება რამდენიმე წუთში ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიასა და ბათუმის მერიის წინ გაგრძელდა. კონფლიქტში ჩართულ პირებს გარშემომყოფები აშველებდნენ. თავდასხმის ფაქტი „აჭარა თაიმსს“ ზაურ […]

Continue Reading

გაფრთხილება – 18-19 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. „18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მცხეთა-მთიანეთისა და […]

Continue Reading

მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას – კობახიძის შეფასება დონალდ ტრამპის წერილზე

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილზე, რომელშიც მან ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, […]

Continue Reading

ავარია სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთზე – დაშავებულები ქუთაისში გადაჰყავთ

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია–ჯაპანის გზის მონაკვეთზე. „საშინელება იყო. არიან დაშავებულები. გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია“, – ამბობს ინფორმირებული წყარო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ქუთაისში გადაჰყავთ. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.   primetime გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

1 კილომეტრის საფასური – რომელ ადგილზეა საქართველო ტაქსის ფასით სხვა ქვეყნებს შორის

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთში ტაქსი ყველაზე ძვირია, – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან, რომელიც ჯამში 99 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასებს ადარებს. უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი თურქეთში 85 ცენტია. ამ მონაცემებით ქვეყანა 99 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა. მეზობელი ქვეყნებიდან ტაქსის სიძვირით თურქეთს რეიტინგში 76-ე ადგილით მოსდევს […]

Continue Reading

ჩემპიონთა ბეჭდები და რეკორდული საპრიზო ფონდი – რა ჯილდოებს მიიღებს მსოფლიო ჩემპიონი

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების ფეხბურთელები ისტორიაში პირველად, სპეციალურ ჩემპიონთა ბეჭდებს (Winner Rings) მიიღებენ. ბეჭდები გადაეცემა კვირას, არგენტინასა და ესპანეთს შორის გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამარჯვებულ გუნდს. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება, რომელიც ჩემპიონებს მსოფლიო თასს გადასცემს. FIFA-ს ინფორმაციით, ბეჭდები შეზღუდული რაოდენობით იწარმოება – სულ 2 026 ცალი, საიდანაც 30 გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა, ხოლო […]

Continue Reading

რას მოასწავებს მაკა ბოჭორიშვილის ამერიკაში ვიზიტი და დონალდ ტრამპის წერილი ირაკლი კობახიძისადმი – რომან გოცირიძის განმარტება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკაში ვიზიტს და აშშ-ის პრეზიდენტის ირაკლი კობახიძისადმი გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ამერიკაში საქართველოს სრულ იზოლაციას და რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას მოასწავებს, ხოლო ტრამპის წერილი – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასანქციო კამპანიაზე უარის თქმას. ამის შესახებ რომან გოცირიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. “რა კატასტროფულ მდგომარეობაში […]

Continue Reading

დაკავებულია პირი, რომელიც მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რამდენიმეჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ყვარლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა მისი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის […]

Continue Reading