“ვფიქრობ, პატრიოტიზმი მხოლოდ სამშობლოში ცხოვრება არ არის… იყო დღეები, როდესაც ჯიბეში მხოლოდ 10 დოლარი მედო და ვაშლით ვიკვებებოდი” – ნინი შერმადინის ექსკლუზიური ინტერვიუ “პრესექსპრესთან” აშშ-დან

ჩვენი ვებ-გვერდი მკითხველს სთავაზობს რუბრიკას “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ”, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ და მოღვაწე ჩვენს წარმატებულ თანამემამულეებთან ინტერვიუების მომზადებას. დღევანდელ ჩვენს სტუმარს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. “pressexpress.ge”-ს ნინი შერმადინი ესაუბრება: – თავდაპირველად, მოდით, ემიგრაციის შესახებ ვისაუბროთ. მშობლიურ ქვეყანას ადამიანი რამდენიმე მიზეზით ტოვებს. ამ მიზეზებს შორის არის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მოტივი, ასევე პირადი განვითარების უკეთესი შესაძლებლობა. გვითხარით, ნინი შერმადინის შემთხვევაში რა […]

Continue Reading

ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა – პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა – ინფორმაცია “პირველებს” პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.  მათივე თქმით, პოლიტიკოსი “მედი ქლაბშია” გადაყვანილი.  ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს. დაშავებული მუშის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ხარაჩო ერთი საათის წინ ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ […]

Continue Reading

რიკი მარტინმა საქართველოში 16 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

რიკი მარტინმა საქართველოში 16 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა – საქართველოში არტისტის გამოსვლის გაუქმების შესახებ კონცერტამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი. პოსტი პრომოუტერის Instagram-ის ანგარიშზე, parklive-ზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში წერია, რომ კონცერტის გაუქმება თავად რიკი მარტინმა გადაწყვიტა. „ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, არტისტმა გადაწყვიტა კონცერტის გაუქმება. შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნება ბილეთების პლატფორმაზე მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში. […]

Continue Reading

ბიძინა ივანიშვილს 2027 წლის მეორე ნახევარში ან 2028 წლის დასაწყისში ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ეტყვიან, ან ჩატარდება არჩევნები, ან თავს მოგჭრით – გვარამია

ბიძინა ივანიშვილს 2027 წლის მეორე ნახევარში ან 2028 წლის დასაწყისში ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ეტყვიან, ან ჩატარდება არჩევნები, რასაც ჰქვია არჩევნები, ან თავს მოგჭრით, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ნიკა გვარამიამ მომავალ არჩევნებზე საუბრისას თქვა, რომ ვერ მოუწოდებს ადამიანებს, არჩევნებზე მივიდნენ, როდესაც მილიონი ქართველი, რომლებსაც უზარმაზარი […]

Continue Reading

მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა „ბასლეინმა“ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის) მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გადაადგილების ახალი სქემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდა. „გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის  ხიდის […]

Continue Reading

ავარიას 19 წლის გოგონა შეეწირა! – ვინ არის დაღუპული, რომელიც დაბადების დღიდან მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა?

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის თამო მოდრეკილაძე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღიდან, ქვათახევიდან ბრუნდებოდნენ. მანქანაში კიდევ რამდენიმე ადამინი იჯდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა – პროექტი ₾288 მლნ ჯდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მა გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მერია 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება […]

Continue Reading

დაკავებულია 121 ადამიანი – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – შსს

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მისივე განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს 15 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან […]

Continue Reading