“შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ნიკა გვარამია ოპოზიციის სტრატეგიაზე საუბრობს – რას პასუხობს ოპოზიციის სტრატეგიას ირაკლი კობახიძე

შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რათა გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის, ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გვარამია ამბობს: „ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა“. კობახიძის თქმით, 2024-2025 წლებში ამ მოღალატეობრივ მიდგომას […]

Continue Reading

ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა პოლიციელმა განახორციელა. ამავე ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად პოლიციელის მამასა და სხვა სოფლის მაცხოვრებლებს შორის მოხდა, შემდეგ კი უკვე პოლიციელი ჩაერია. მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – VIDEO

ესპანეთის ალმერიის პროვინციაში 9 ივლისს გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ანდალუსიის ავტონომიური საზოგადოების ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაზეთი El País იტყობინება. გაზეთის ცნობით, ელექტროსადენი გზატკეცილთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია. ხანძარი მალევე გავრცელდა ახლომდებარე ტყეზე. ხანძრის ჩაქრობაზე, დაახლოებით, 300 ადამიანი მუშაობს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამხედრო საგანგებო სიტუაციების […]

Continue Reading

ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა მოამზადა

ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწოდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა. საყურადღებოა, რომ ეს მონაცემები ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Wall Street Journal-ს უკვე დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ახლად გაჩენილი საფრთხე ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხზე ინფორმაცია ორი დამოუკიდებელი წყაროსაგან […]

Continue Reading

ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა

ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა. საუბარია 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ქარდზე – წარწერით „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი“, რომელზეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო […]

Continue Reading

15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა

15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ვაშლიჯვარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ეზოში მყოფ ბავშვებს ხმაურის გამო დაუპირისპირდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დანით დაჭრა. დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაჭრილი სკოლის მოსწავლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათივე ცნობით, ოჯახის წევრების განმარტებით, მოზარდს სხეულზე მრავლობითი დაზიანება […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

10 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საეკლესიო კალენდარში 10 ივლისი არის გიორგი მთაწმინდელის, ორმოცდახუთი მოწამის, ნიკოპოლში წამებულთა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე ხსენების დღე. წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა […]

Continue Reading

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 000-ზე მეტი ადამიანი 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო. 27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გერმანიის „მწვანეთა“ პარტია კი, კანცლერ ფრიდრიხ მერცს არასათანადო ზომების მიღებაში ადანაშაულებს. „როიტერის“ ინფორმაციით, […]

Continue Reading

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე “ყველაფერი პოლიციის შესახებ”. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი დგებუაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading