რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის – The New York Times

რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის. ამის შესახებ The New York Times საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციის, ინტერპოლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, კანადის პოლიციის მონაცემებით, კონტრაბანდისტებს მოპარული კანადური ავტომობილები რუსეთში ხშირად არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით გადაჰყავთ. ოფიციალურმა პირებმა, ასევე, დაადგინეს მარშრუტები საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ლიეტუვის გავლით. ინტერპოლის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში, დაახლოებით, 5000 […]

Continue Reading

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. წყარო “პირველებს” ეუბნება რომ, საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს ფიქსირდება. ახალგაზრდა მამაკაცი არის მოკლული, არ არის საქართველოს მოქალაქე, როგორც ვიცით, 2 დღის წინ აქვს გადმოკვეთილი რუსეთის საზღვარი. ამბობენ, რომ “სპარში” დაიწყო დაპირისპირება და […]

Continue Reading

ავლაბარში მკვლელობა მოხდა

ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი. თუ რა გახდა აღნიშნული დანაშაულის მიზეზი, ჯერ უცნობია. სავარაუდო დამნაშავე ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ, ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, არ გეგონოთ, რამეს გავატარებთ – მეუფე იაკობი

“ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ, ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, არ გეგონოთ, რამეს გავატარებთ” – ამის შესახებ, მარიამობის დღესასწაულზე, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიამ ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და სწორედ ეკლესიის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას არ “ჭამენ”. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა დღეს ამბიონიდან ასევე შერიგებისა და ერთიანობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. “ჩვენზე ბევრი რამ […]

Continue Reading

“ჩვენს ხელშია ივანიშვილის მიერ Eagle Hills-თან გაფორმებული ე.წ. მოღალატეობის ქარტია, ქართული მიწის გასხვისებაზე” – შალვა ნათელაშვილი

“ჩვენს ხელშია ივანიშვილის მიერ არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებული ე.წ. მოღალატეობის ქარტია, ქართული მიწის გასხვისებაზე” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. შალვა ნათელაშვილმა გენერალურ პროკურორს მოუწოდა დაუყოვნებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს დანაშაულზე გამოძიება. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გააუქმოს, “დადებული მოღალატეობრივი აქტი” და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს სთხოვს, “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს […]

Continue Reading

თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.  საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მართვის მოწმობის ასაღებად შესაძლოა, მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დოკუმენტის წარდგენა დაგჭირდეთ

მართვის მოწმობის მისაღებად შესაძლოა, მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნულია. კერძოდ, როგორც გეგმაში ვკითხულობთ, მსგავსი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ რიგ შემთხვევაში 18 წელს მიღწეული პირებისთვისაც. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გეგმის თანახმად, მთავრობა […]

Continue Reading

მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული – ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა.  “პირველების” ინფორმაციით, 63 წლამდე ქალს ყელი აქვს გამოჭრილი.  შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული და მასთან სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას […]

Continue Reading

შსს-ს ინფორმაციით, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება – გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობითვე, ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. ცნობისთვის, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, […]

Continue Reading

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის […]

Continue Reading