ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – VIDEO

ესპანეთის ალმერიის პროვინციაში 9 ივლისს გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ანდალუსიის ავტონომიური საზოგადოების ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაზეთი El País იტყობინება. გაზეთის ცნობით, ელექტროსადენი გზატკეცილთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია. ხანძარი მალევე გავრცელდა ახლომდებარე ტყეზე. ხანძრის ჩაქრობაზე, დაახლოებით, 300 ადამიანი მუშაობს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამხედრო საგანგებო სიტუაციების […]

Continue Reading

ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა მოამზადა

ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწოდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა. საყურადღებოა, რომ ეს მონაცემები ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Wall Street Journal-ს უკვე დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ახლად გაჩენილი საფრთხე ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხზე ინფორმაცია ორი დამოუკიდებელი წყაროსაგან […]

Continue Reading

ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა

ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა. საუბარია 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ქარდზე – წარწერით „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი“, რომელზეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო […]

Continue Reading

15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა

15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ვაშლიჯვარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ეზოში მყოფ ბავშვებს ხმაურის გამო დაუპირისპირდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დანით დაჭრა. დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაჭრილი სკოლის მოსწავლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათივე ცნობით, ოჯახის წევრების განმარტებით, მოზარდს სხეულზე მრავლობითი დაზიანება […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

10 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საეკლესიო კალენდარში 10 ივლისი არის გიორგი მთაწმინდელის, ორმოცდახუთი მოწამის, ნიკოპოლში წამებულთა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე ხსენების დღე. წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა […]

Continue Reading

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 000-ზე მეტი ადამიანი 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო. 27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გერმანიის „მწვანეთა“ პარტია კი, კანცლერ ფრიდრიხ მერცს არასათანადო ზომების მიღებაში ადანაშაულებს. „როიტერის“ ინფორმაციით, […]

Continue Reading

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე “ყველაფერი პოლიციის შესახებ”. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი დგებუაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ახალგაზრდა კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს! – სად და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცხედარი?

ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ასპინძის ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა გვითხრა, კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდენ, დღეს დილით კი მწყემსმა ნახა. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია და სამაშველო სამსახური.  გარდაცვლილი ასპინძაში ცხოვრობდა.  რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

დოლარი გაიაფდა, ევრო გაძვირდა – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0140 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0109 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading