თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება განმარტავს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით […]

Continue Reading

13 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმინდა დინარა დედოფალის ხსენების დღე. წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება – სვეტიცხოვლობა საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს. […]

Continue Reading

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას ეგონა, რომ წყალი მუხლამდე იყო, თუმცა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო. მომხდარის […]

Continue Reading

საფრანგეთმა ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ექსპერიმენტულად განათავსა A400M სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა BFMTV-ზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავი აღიჭურვა წყლის ჩამოსაღვრელი კომპლექტით, რომელსაც შეუძლია 20 000 ლიტრი წყლის ჩამოღვრა ხანძრის კერაში, რაც სამი Canadair-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავის მოცულობას უტოლდება. ნუნესმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტი პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს თანხმობით ჩატარდა […]

Continue Reading

ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. „პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. […]

Continue Reading

შიო მესამე – ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში

უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა საზოგადოებას პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა. შიო მესამის თქმით, წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, ასევე, პავლე მოციქულს ღრმად ესმოდა ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა. პატრიარქის განცხადებით, ჩვენ უნდა […]

Continue Reading

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს – პატრიარქი შიო მესამე წირვას ავლაბრის პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენებას ზეიმობს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და  მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. 12 ივლისს სრულდება პეტრე-პავლობის მარხვა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როდიდან იცვლება ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, […]

Continue Reading

ახლახან დაწინაურებულმა პოლიციელმა სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა – მედია

პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააწინაურეს, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გასულ შაბათს, 4 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სიგუას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა. ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. იქამდე კი თბილისის […]

Continue Reading