ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – „სამართლიანი არჩევნები“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის” საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 29 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ივნისს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +18, +23°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, […]

Continue Reading

29 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივნისს მოწამე ქაიხოსრო ქართველის, წმიდა ტიხონის, ამათუნტელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ტიგროს ხუცისა და მოწამე ევტროპიოს წიგნისმკითხველის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი ცნობა წმინდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ, XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“ გვხვდება. ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმინდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. ის აღნიშნავს, […]

Continue Reading

„თბილისში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან მიჯნას გადასცდა და თითქმის გაუთანაბრდა თურქეთის საშუალო ხელფასს“ – სტატისტიკოსი

„თბილისში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან მიჯნას გადასცდა და თითქმის გაუთანაბრდა თურქეთის საშუალო ხელფასს“ – ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ მოსახლეობის აღწერის შედეგებზე საუბრისას განაცხადა. „პოზიტიური ცვლილებაა ის, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა. კარგია, რომ თბილისში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან მიჯნას გადასცდა. ეს არის დაახლოებით იმდენივე, რამდენიც არის ჩვენი მეზობელი თურქეთის საშუალო ხელფასი. ანუ თბილისი, სადაც ხელფასს იღებს დაახლოებით […]

Continue Reading

პუტინმა დუმის არჩევნები არ გადადო – სამართალდამცავების რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

მეცხრე მოწვევის რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდება რუსეთის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო ზომით. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, არჩევნები ოფიციალურად სამი დღის განმავლობაშია დაგეგმილი (18, 19 და 20 სექტემბერი). ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პუტინს […]

Continue Reading

ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი აღიარა

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ოფიციალურად აღიარებს სომეხი ხალხის გენოციდს ოსმალეთის იმპერიის დროს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ოსმალეთის ხელისუფლების სომეხი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებმა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანის სიკვდილი და „ანატოლიის რეგიონში ათასი წლის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება“ გამოიწვია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ში […]

Continue Reading

შალვა ნათელაშვილი: ივანიშვილს უნდა ქართულ-ებრაული მეგობრობის გამოყენება იმისთვის, რომ გამოძვრეს სასანქციო მარყუჟიდან

ივანიშვილი აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართველი ჯარისკაცების ღაზას სექტორში გასაგზავნად, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილი ამ გზით ცდილობს, საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს და სანქციებს თავი აარიდოს. “საკმარისია, თვალი ოდნავ მოვაცილოთ ტერორისტ ოლიგარქს, ის ხლართავს მორიგ ბოროტების ქსელს ყოველ ჯერზე. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ჩავუშალეთ მას ტრამპ თაუერის მშენებლობასთან […]

Continue Reading

ახლა ათი ოქროც რომ მოიგოს, ისეთივე არაკაცად დარჩება, როგორი არაკაციც ვიხილეთ პლენარულ სხდომათა დარბაზში – “ლელო” ლაშა ტალახაძეზე

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და „ქართული ოცნების“ დეპუტატების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს. „ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის კრიმინალი ბანდიტების ფორმირება და არა პოლიტიკური პარტია. ამავე დროს აჩვენებს იმას, რომ მათ არავითარი […]

Continue Reading

ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა. პარტიის დამფუძნებელმა ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩია. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ვახტანგ კაპანაძე; ვალერი ჩეჩელაშვილი; რუსუდან თევზაძე; ნიკოლოზ ხატიაშვილი; გიორგი ანთაძე. პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები არიან ნიკოლოზ ალავიძეა და გიორგი ტუმასიანი. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გიორგი შალამბერიძეა, ხოლო წევრები ბექა ბოჭორიშვილი; ივერი მისრიაშვილი და […]

Continue Reading

პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე იქადაგა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა, ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა. „დღევანდელ სახარებაში გვეძლევა კიდევ ერთი მითითება, ერთი სწავლება, რომ აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, როგორც ასისთავი ლოცულობდა თავისი მსახურისთვის. ლოცვას არ აქვს არც საზღვრები, არც სივრცის, არც დროის, მაგრამ უნდა ვილოცოთ დიდი რწმენით, თუ გვინდა, […]

Continue Reading