ნიანგმა კვების დროს ზოოპარკის თანამშრომელი მოკლა

პაპუა-ახალ გვინეაში კვების დროს ნიანგი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა, იუწყება ABC Australia. მტაცებელი მამაკაცს ფეხებში სწვდა და წყალში ჩაათრია დამთვალიერებლების თვალწინ, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ნიანგი მოკლა და თანამშრომელი გაათავისუფლა. მამაკაცი ფეხის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკი დროებით დაიხურა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“მას შემდეგ, რაც უზენაესმა მთავარსარდლმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამარჯვების დღის აღლუმზე მომიწვია, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და არბატის მოხალისეთა კორპუსს შევუერთდი, სადაც ცხრა თვე ვიმსახურე” – ფარცხალაძე

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახური ქართველი მოხალისე ამაყობს ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანით. გეორგიევსკის სახელობის საერთაშორისო მოხალისეთა რაზმის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და საჰაერო თავდაცვის ძალების ვეტერანმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამაყობს დასავლეთის სანქციების სიებში შეყვანით. „ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი იყო: სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, ჩემი მტკიცე პატრიოტული პოზიციისა და […]

Continue Reading

პაპუაშვილმა არ იცის, ღარიბაშვილმა პერსონალურად რატომ ახსენა წერილში

პარლამენტის თავმჯდომარისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის უცნობია, რატომ ახსენა პირადად ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. თუმცა, მისი თქმით, რადგან სამართლებრივი საკითხების ინსინუაციები თავშივე განწირულია, მათზე აყოლაც არასწორია. “ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მოხსენებული ღარიბაშვილის წერილში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თავშივეა განწირული პოლიტიკური ინსინუაციების მცდელობა. ვის არ უცდია, რომ სასამართლოში განსახილველი საკითხებიდან ყურადღება გადაეტანა პოლიტიკური ინსინუაციებით. სავსე გვაქვს მსგავსი მაგალითებით და […]

Continue Reading

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ცხელი სასმელები საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს ზრდის

ძალიან ცხელი სასმელების დალევამ შესაძლოა, საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარების რისკი სამჯერ გაზარდოს, უფრო თბილ სასმელებთან შედარებით. ამ დასკვნამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დიდი ბრიტანეთის თითქმის 980,000 მოქალაქის მონაცემების ანალიზის შემდეგ. კვლევის შედეგებს აქვეყნებს გამოცემა „გარდიანი“. მონაწილეებს 14 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, იწერებოდა, თუ რამდენად ცხელი ჩაი და ყავა ურჩევნიათ. მათ, ვინც „ძალიან ცხელი“ სასმელები აირჩია, ბრტყელუჯრედოვანი […]

Continue Reading

“ФСБ ფარცხალაძეს აუცილებლად მოკლავს” – გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე ვარაუდობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს ФСБ მოკლავს. როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ფარცხალაძის ფასეულობა მხოლოდ ივანიშვილის კარზე ყოფნა იყო და როგორც იქიდან “ამოვარდა“, მისი ფასი „ნულის“ ტოლია, ყველა თვალსაზრისით. თარგამაძის თქმით, მას დასჯიან აუცილებლად, დასჯა კი იქ სამსახურიდან გაშვებას არ ნიშნავს, დასჯა ის არის ФСБ-ში, რომ მოკლავენ საბოლოოდ. “მისი ფასი დაეცა, ამ ექსპედიციას СВО-ში, […]

Continue Reading

“ჩინელების დაინტერესება უძრავ ქონებაზე იზრდება, რუსებისა – იმ მასშტაბებს არ აღწევს, რომელიც 2022-23 წლებში იყო”

უცხოელების მხრიდან როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საოფისე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება. ამასთან, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და Warm House-ის თანადამფუძნებელი ბესო ქავთარაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ბაზარზე განსაკუთრებით შესამჩნევია ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესის ზრდა, ხოლო რუსების მხრიდან გააქტიურება ჯერჯერობით იმ მასშტაბს არ აღწევს, რაც 2022-2023 წლებში დაფიქსირდა. მისივე თქმით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – ძალიან კარგია 40 მილიონის საკითხი რომ ასე განიხილება, ადასტურებენ, რომ მათ საარჩევნო კამპანიაში „შავი ფული“ ტრიალებდა

შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – იქიდან, რაც ძირშივე მოწამლულია, კარგი არაფერი გამოვა – კარგია! ჩვენ ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ, რადგან საზოგადოება ბევრ ისეთ რაღაცას იგებს, რაც ჩვენ შეიძლება ვიცოდით და საჯაროდ არ ჩანდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან კარგია 40 მილიონის საკითხი რომ ასე განიხილება […]

Continue Reading

აბიტურიენტებს მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა 14 სექტემბრიდან ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +6, […]

Continue Reading

9 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 სექტემბერს ღირსი პიმენ დიდის, წმ. ლიბერიოსის, რომის პაპის, ღირსი პიმენ პალესტინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ღირსი პიმენ დიდი ღირსი პიმენ დიდი დაახლოებით 340 წელს დაიბადა ეგვიპტეში. ანგელოზებრივი ცხოვრების მაძიებელმა, ძმებთან – ანუბისა და პაისისთან ერთად დატოვა ეს სოფელი, ეგვიპტის […]

Continue Reading