თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. […]

Continue Reading

რუსები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მასობრივად ბრუნდებიან

„საქართველო რეიტინგში დაბრუნდა – რუსების მხრიდან უძრავ ქონების შეძენაზე მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა“ – ამის შესახებ რუსული მედია უძრავი ქონების კორპორაციის ანალიტიკური ცენტრის „ასტორიუსის“ მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ცენტრის მონაცემებით, მართალია, ჯამში საქართველოს წილი მხოლოდ 5%-ია, თუმცა „იქ რუსების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 2023 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, „ასტორიუსის“ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის […]

Continue Reading

დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება […]

Continue Reading

დააკავეს პირი, რომელმაც თავი ადვოკატად გაასაღა და 58 ათასი ლარი მიითვისა

სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 ათასი ლარი გამოართვა, თუმცა […]

Continue Reading

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ – მან საქართველო ერთ კვირაში უნდა დატოვოს

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ – ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. მათი ცნობითვე, კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცეს. „დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული […]

Continue Reading

საქართველოში ტურისტების სიმცირის მიზეზი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა

რატომ შემცირდა საქართველოში ტურისტების რაოდენობა. ამ თემაზე განმარტება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გააკეთა.მისი ინფორმაციით, ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია. “ტურიზმში კლება გამოწვეულია ირანის მიმართულებით და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან, რამაც გარკვეულწილად ფრენებიც შეაფერხა, შემდეგ უსაფრთხოების ნაწილიც იყო გარკვეულწილად, რომ ერიდებოდა ხალხი აქტიურ ტურიზმში ჩართულობას. საბოლოო ჯამში, ზრდა ამ […]

Continue Reading

გორთან მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

50 წლამდე ქალი საკუთარმა პიტბულმა დაგლიჯა

თე­ლავ­ში პიტ­ბულ­მა პატ­რო­ნი დაგ­ლი­ჯა. 50 წლამ­დე ქალს სა­კუ­თა­რი ძაღ­ლი და­ეს­ხა თავს და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძაღ­ლის ლიკ­ვი­და­ცია გახ­და სა­ჭი­რო. მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა თვა­ლის მიმ­დე­ბა­რედ. დაკ­ბე­ნი­ლი ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც თვალ­ზე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ძაღ­ლი იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო რომ ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აც გა­მო­ი­ძა­ხეს. […]

Continue Reading

პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ვიდეო-კადრებს აქვეყნებს

საქართველოს პროკურატურა მუქარის ფაქტზე ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე კადრებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კადრებში ასახულია 31 აგვისტოს ღამეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გამოძიების ვერსიით, თამაზ ელიზბარაშვილი მანამდე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, შეიარაღებული დაბრუნდა. პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

Continue Reading