20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – პროკურატურა ნასაკირალში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე წერს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 63 წლის ნარგული ზოიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგიტა ელიაძეს ბრალდება წარუდგინეს. საქართველოს პრიკურატურის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. […]

Continue Reading

ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა… თუმცა, წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა – რას წერს ღარიბაშვილის ცოლის ძმა

მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა – უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, „ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ […]

Continue Reading

ლავროვის მოადგილე – ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გრუშკომ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ნათქვამსა და ქმედებებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ საქმე რუსეთთან ომისთვის მზადებას ეხება. ალექსანდრ გრუშკომ არქტიკაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული […]

Continue Reading

სასწავლებელი თბილისში ეგონათ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს – რას ითხოვენ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები

სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ხიჭაურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, აცხადებს, რომ მხოლოდ ჩაბარების შემდეგ გაიგეს, სად მდებარეობდა ეს უნივერსიტეტი – მათ სასწავლებელი თბილისში ეგონათ, მაშინ, როცა ის მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისში გეგმავდნენ და არ უნდათ, ან არ შეუძლიათ საცხოვრებლად შუახევში გადასვლა. მათი მშობლები აქცენტს აკეთებენ […]

Continue Reading

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი ამბობს, რომ პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს

გერმანიის მოქალაქე ქართველი მსახიობი, ბექა ბედიანაშვილი ამბობს, რომ ანტისახელისუფლებო პროტესტში მონაწილეობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს. ბედიანაშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რომ ერთი წლის წინ რუსთაველზე ყოფნის გამო ჯარიმა აქვს გადასახდელი – “თავიდან 1000 მითხრეს, მერე 5000, თუ არ გადაიხდით, ვერ შეხვალთო. თუ გადაიხდით, სავარაუდოდ, მაინც ვერ შეხვალთო”. ახალგაზრდა კაცი, რომელიც აეროპორტიდან უკან გერმანიაში გააბრუნეს, […]

Continue Reading

რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ სააკაშვილის ან კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია – “ქართული ოცნება”

ჩვენი გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ დონეზე დაცემა ძალიან სამწუხაროა – რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილის სახით „მორიგი ბოდვა ვიხილეთ“ და „ამ ზღაპრების […]

Continue Reading

დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს

დაურ ბუავას ოჯახი ნარკოტიკების ვერსიას გამორიცხავს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და მასზე “ცუდს” ვერ მიიღებს. “მე მყავდა კარგად აღზრდილი შვილი, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის – სუფთა, კეთილი გულის, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერ მივიღებ მასზე ცუდს, ნურავინ იტყვის”, – ამბობს დაურ ბუავას დედა. დაურ ბუავას მამის თქმით, ოჯახის მთავარი საზრუნავი შვილის […]

Continue Reading

ანა წითლიძე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი საკუთარი შვილების განათლებაში იხდის ასი ათასობით ლარს მაშინ, როდესაც ქვეყანაში სასწავლო წელი იწყება ასეთი სტატისტიკით – სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს

სტატისტიკის მიხედვით, სკოლებში, ბავშვების 35% შიმშილობს – ირაკლი კობახიძემ კი შვილების განათლებაში დახარჯა 72 000 ლარი; ნინო წილოსანმა 26 000 ლარი; გელა გელაძემ 145 000 ლარი; დავით სონღულაშვილმა 60 000 ლარი; ირაკლი ჩიქოვანმა შვილების განათლებაში დახარჯა 20 000 ლარი. ადამიანი, რომელიც ამ შენობაში ზის და საკუთარ თავს განათლების მინისტრს ეძახის, დაკავებულია იმით, რომ გურიაში სახლი აიშენოს,- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა […]

Continue Reading

ომბუდსმენი – ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ღარიბაშვილთან მან ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. „ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ […]

Continue Reading

თუ ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – გიორგი შარაშიძე

თუ ახლა, ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ამ ჩაშვების სერიით, ის სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება – ღარიბაშვილი, კობახიძე და მდინარაძე მკაცრად იქნებიან გასამართლებულები და დასჯილები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად […]

Continue Reading