ამინდის პროგნოზი 29 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში […]

Continue Reading

ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება – პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე […]

Continue Reading

29 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 აგვისტოს ზეიმობს წამოყვანებას იესო ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა ედესით კონსტანტინეპოლს და ასევე აღნიშნავს მოწამე ქრისტეფორე გურულის, მოწამე დიომიდე მკურნალის ხსენების დღეს. ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი […]

Continue Reading

ბილ გეიტსი – მსოფლიო არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რასაც AI გამოიწვევს

Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არ არის მზად იმ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რყევებისთვის, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი გამოიწვევს. მილიარდერმა ვრცელ წერილში აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგია შესაძლოა გახდეს კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ეკონომიკური გათანაბრების ინსტრუმენტი ან უკიდურესი უთანასწორობის წყარო. მილიარდერი მეწარმე ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ მსოფლიო ლიდერები, ექსპერტები და საზოგადოება ამ გამოწვევებს სათანადოდ უპირისპირდებიან. მისი შეფასებით, ხელოვნური […]

Continue Reading

1-ელი სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მიღების ახალი წესები ამოქმედდება

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მიღების ახალი წესები ამოქმედდება. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.  ახალი წესების მიხედვით, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. ასევე, კანონმდებლობით, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში […]

Continue Reading

ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

პროექტ „ნიჭიერის“ 2011 წლის გამარჯვებულის, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მომღერლის დედის პოსტს ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს. „გააზიარეთ, გთხოვთ. ეს ბიჭი ხომ გახსოვთ, ნიჭიერის გამარჯვებული (თუ არ ვცდები 15 წლის წინ) ხო წარმატების შემდეგ რაღაცნაირად ვეღარ ვაკვირდებით ადამიანებს… ვანო ფიფიას ვჭირდებით. გიზიარებთ, დედის პოსტს ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ერთადერთი შანსი ხელიდან გავუშვათ! […]

Continue Reading

მსოფლიოში 100 საუკეთესო ყველის კერძს შორის 10 ქართული მოხვდა

„ხაჭაპურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა – ღია ღვეზელი, რომელიც ყველის და კვერცხის ნაზავით არის სავსე“ – ასე მოიხსენიებს პოპულარული Tasteatlas-ი აჭარულ ხაჭაპურს, რომელიც 100 საუკეთესო ყველის კერძს შორის მეორე ადგილზე განთავსდა. „ხაჭაპურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა – ღია ღვეზელი, რომელიც ყველის და კვერცხის ნაზავით არის სავსე. ძირი მზადდება საფუარიანი ცომისგან, რომელიც მოგრძო ფორმაშია გახვეული და […]

Continue Reading

რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის – The New York Times

რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის. ამის შესახებ The New York Times საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციის, ინტერპოლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, კანადის პოლიციის მონაცემებით, კონტრაბანდისტებს მოპარული კანადური ავტომობილები რუსეთში ხშირად არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით გადაჰყავთ. ოფიციალურმა პირებმა, ასევე, დაადგინეს მარშრუტები საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ლიეტუვის გავლით. ინტერპოლის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში, დაახლოებით, 5000 […]

Continue Reading

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. წყარო “პირველებს” ეუბნება რომ, საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს ფიქსირდება. ახალგაზრდა მამაკაცი არის მოკლული, არ არის საქართველოს მოქალაქე, როგორც ვიცით, 2 დღის წინ აქვს გადმოკვეთილი რუსეთის საზღვარი. ამბობენ, რომ “სპარში” დაიწყო დაპირისპირება და […]

Continue Reading

ავლაბარში მკვლელობა მოხდა

ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი. თუ რა გახდა აღნიშნული დანაშაულის მიზეზი, ჯერ უცნობია. სავარაუდო დამნაშავე ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading