თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.  საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მართვის მოწმობის ასაღებად შესაძლოა, მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დოკუმენტის წარდგენა დაგჭირდეთ

მართვის მოწმობის მისაღებად შესაძლოა, მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნულია. კერძოდ, როგორც გეგმაში ვკითხულობთ, მსგავსი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ რიგ შემთხვევაში 18 წელს მიღწეული პირებისთვისაც. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გეგმის თანახმად, მთავრობა […]

Continue Reading

მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული – ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა.  “პირველების” ინფორმაციით, 63 წლამდე ქალს ყელი აქვს გამოჭრილი.  შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული და მასთან სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას […]

Continue Reading

შსს-ს ინფორმაციით, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება – გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, რომელიც თბილისში გარდაცვლილი იპოვეს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობითვე, ბუავას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. ცნობისთვის, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, […]

Continue Reading

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის […]

Continue Reading

“ბევრი ასეთი ადამიანი საბოლოოდ ან ციხეში აღმოჩნდა, ან გაურკვეველ ვითარებაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს” – ფავლენიშვილი მდინარაძის წასვლაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა “კლანურ” ბრძოლას, ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებას და ფულის ამოღებას უკავშირდება. როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს სისტემა არის ძირმომპალი, საჭიროა მობილიზება, რომ საბოლოოდ დასრულდეს”. “არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს დამახასიათებელია ასეთი ოლიგარქიული, კორუმპირებული რეჟიმებისთვის, იწყება ხოლმე “კლანური” ბრძოლები, ამ ბრძოლებში […]

Continue Reading

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრში აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

Wizz Air-ზე კისრის ბალიშის უფასოდ ასატანად, ის ხელბარგში უნდა თავსდებოდეს – ავიაკომპანიის წესები

Wizz Air-ის მოქმედი წესებით, კისრის ბალიშები არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად და ხელბარგის დასაშვებ ნორმაში უნდა მოთავსდეს. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული არ არის, როდის მოხდა აღნიშნული წესის განახლება. “თუ გსურთ, კისრის ბალიში ბორტზე აიტანოთ, ის ხელბარგის ჩანთაში უნდა მოათავსოთ. თუ ბალიში თქვენს ხელბარგში ვერ ეტევა და აღემატება დაშვებულ ბარგის ნორმას, შესაძლოა ჩაითვალოს დამატებით ნივთად და დაექვემდებაროს შესაბამისი […]

Continue Reading

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. […]

Continue Reading

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში „საშინელი სუნი იდგა“, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე […]

Continue Reading