ღარიბაშვილის ბუნტი სერიოზულ რყევებს იწვევს ივანიშვილის გარემოცვაში – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს რუსეთთან ახალი „ტრაქტატის“ გაფორმებით აშანტაჟებს. მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ “ტრაქტატის” გაფორმებას “ოცნების” დამფუძნებელი რუსეთთან რეალურად აპირებს – “უბრალოდ მაქსიმალურად ცდილობს გაწელოს ხელშეკრულებაზე მუშობა ქართველების რეაქციის შიშით”. “ივანიშვილი თავისი არსით რუსია, ეკონომიკურად მთლიანად მიება რუსებს და პუტინის ფიზიკურად ეშინია”, – ამბობს სააკაშვილი. მისი თქმით, პუტინი და ივანიშვილი ყველა შემთხვევში […]

Continue Reading

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება – ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს“ – ნათქვამია მერიის მიერ […]

Continue Reading

დოლარის კურსმა 0.0042 ლარით მოიმატა, ევროს – 0.0051 ლარით

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6195 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0500 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

“რა ქართულით არის დაწერილი ეს კიდევ ცალკე საკითხია“ – “ქართული ოცნება” ღარიბაშვილის წერილებზე 

ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს, საკუთარი თავის გადასარჩენად, პოლიტიკა გამოიყენოს – რა ქართულით არის დაწერილი [წერილები] ცალკე საკითხია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული წერილების შინაარსი, მანამდე გამოქვეყნებული წერილის შინაარსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. „სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი საკუთარი თავის […]

Continue Reading

ავჭალაში 17 წლის გოგონა დაიღუპა – განახლებული

რა გახდა 17 წლის გოგონას გარდაცვლების მიზეზი? – ავჭალაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კრიმინალისტები იმ ადგილს სწავლობენ, სადაც რამდენიმე საათის წინ (გვიან ღამით) მარიამ ლომიძე ხიდიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ირკევა, რომ მოზარდი სასწრაფო დახმარებამ “ვივა მედში” გადაიყვანა, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, 17 წლის მარიამი ადგილზე უკვე გარდაცვლილი იყო. ოჯახი როგორც ხიდიდან ვარდნის, ისე მკვლელობის ვერსიას […]

Continue Reading

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მის რეზიდენციაში მცხოვრები ტარაკანის განადგურების გამო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ მწუხარება გამოთქვა მის რეზიდენციაში მცხოვრები ტარაკანის განადგურების გამო. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი მისი რეზიდენციის უჩვეულო ბინადრის შესახებ. სანაე ტაკაიჩი გასული წლის დეკემბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატის წევრების საერთო საცხოვრებლიდან პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში გადავიდა. მან თქვა, რომ საერთო საცხოვრებელში ყოფნის დროს არასდროს უნახავს მწერები და ახალ სახლში სისუფთავეს იცავდა, იატაკს წმენდდა (განსაკუთრებით […]

Continue Reading

კადიროვის 18 წლის შვილს კიდევ ერთი ორდენი გადასცეს – ამჯერად, აფხაზებმა

ადამ კადიროვს ახალი მედალი გადაეცა – ამჯერად ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსგან. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მედალი „სამხედრო თანამშრომლობისთვის“ მიიღო. ჯილდო მას გუდერმესში უსაფრთხოების ძალებს შორის ტაქტიკური სროლის ჩემპიონატის შემდეგ გადაეცა. რამზან კადიროვის თქმით, ჯილდო „ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის გაძლიერების მაღალი დონის“ დამსახურებაა. ეს 20-ზე მეტი ჯილდოდან […]

Continue Reading

საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში 3 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება – წლიურად ანაბრები 48%-ით გაიზარდა

საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში 3 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 98.605 მილიონ ლარს შეადგენდა. (დღევანდელი კურსით 3.1 მლრდ რუბლი). ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და ასევე მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ […]

Continue Reading

„თუ ღარიბაშვილს თავის გადარჩენა უნდა, ილაპარაკოს“ – ანა წითლიძე

ენმ-ს წევრი, ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილს ალაპარაკებისკენ მოუწოდებს – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ ექს-პრემიერის თავის გადარჩენა სურს, სწორედ ასე უნდა მოიქცეს. წითლიძის თქმით, დღეს დაპატიმრებულ ექ-ს-მაღალჩინოსანს მის მიერ შექმნილი სისტემა ასამართლებს, რადგან სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა „პოლიტიკური პროცესების მართვა სასამართლოში“.  „ღარიბაშვილი, რომელიც თავად იყო ერთ-ერთი შემოქმედი ამ სისტემის, ზუსტად იცის, როგორ შეუშლია ოლიგარქიულ სისტემას პოლიტიკური […]

Continue Reading

სომხეთი მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს თავისთან ეპატიჟება

თუ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდება, სომხეთი რუსებს რესპუბლიკაში შესვლაში ხელს არ შეუშლის და მზად არის, მათ დაეხმაროს. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან ალენ სიმონიანმა რუსულ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, საზღვარზე არავინ არავის ჰკითხავს, ​​თუ რატომ ჩადიან სომხეთში. „რუს ხალხს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, ვუთხრა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში. ჩვენ […]

Continue Reading