ქარელში დაკავებულ პირს, რომელმაც მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა, 7 წლამდე სასჯელი ემუქრება
დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. უწყების განმარტებით, დაჭრილი, სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა თანასოფლელ […]
Continue Reading