პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, უსამართლოდ მოქმედებდა – ევროკავშირი ისეთი კანონების გაუქმებას ითხოვდა, რომლებიც ეროვნული იდენტობის და სუვერენიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია

აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა. „ერეკლე მეორის დროინდელი […]

Continue Reading

საქართველოდან 67 უცხოელი გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, კუბის, სომხეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ლიბანის, მოლდოვას, ნეპალის, ნიგერიის, შრი-ლამნკის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების – ჯამში […]

Continue Reading

„პრობლემური განცხადებაა… თავისთვის“ – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება უშუალოდ ყოფილი პრემიერისთვისაა პრობლემური, თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ სხვა მხრივ ამ თემაზე სიღრმისეული კომენტარისგან თავს შეიკავებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ღარიბაშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მოქმედი პრემიერისთვის, წინამორბედის სიტყვების შეფასება ეთიკურად სწორი არ იქნება. „მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის […]

Continue Reading

18 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 აგვისტოს მოწამე ევსიგნიოსის; მღვდელმოწამეთა ანთვირესი და ფაბისა რომის პაპთა; მოწამე პონტიოს რომაელის, მოწამეთა: კანტიდის, კანტიდიანეს და სიბელის – ეგვიპტელთა; ასევე მართლი ნონას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წმიდა მოწამე ევსეგნიოსი წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში. ექვსი […]

Continue Reading

“4 აგვისტოს დაკრძალეს ლექსო თამაზაშვილის სიმამრი… მანამდე, “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ღარიბაშვილის ცოლის ძმის, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი, დავით ნანავა 4 აგვისტოს დაკრძალეს. ტელეწამყვანის თქმით, არსებული ვერსიით, დავით ნანავამ თავი მოიკლა. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანი იხსენებს, რომ მანამდე “თავი მოიკლა” ციხის უფროსმა და პოლიციელმა რუსიაშვილმა, ხოლო უფრო ადრე “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ – “ესეც ღარიბაშვილის კლანია”. “4 აგვისტოს […]

Continue Reading

“არ გამოვრიცხავ, რომ კრიმინალები მიუშვეს და პატარა “შეანჯღრიეს” და ახლა ამ წერილით მიმართა ბიძინას, რომ საჯაროდ მაინც გააგონოს თავისი ხმა” – ხუხაშვილი ღარიბაშვილზე

“ღარიბაშვილი ამ წერილით უფრო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას ცდილობდა. თუმცა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ირაკლი ღარიბაშვილისგან “იზოლირებული ჰყავთ”. შესაბამისად, დაკავებულმა ექს-მაღალჩინოსანმა საჯაროდ სცადა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება. ამასთან, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ერთდღიანი პაუზა ირაკლი ღარიბაშვილმა იმიტომ აიღო, რომ “იქნებ […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 18 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6152 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6162 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0315 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0233 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“დიდი სიხარულით გელოდებით” – ქალკედონის მიტროპოლიტმა პატრიარქ შიო მესამეს მსოფლიო პატრიარქის მიპატიჟება გადასცა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელს, ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს (ადამაკისი) უმასპინძლა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სტუმარმა უწმინდესს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის ძმური მოკითხვა გადასცა, საქართველოს ეკლესიის პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობების გაგრძელებასა და განმტკიცებას. შეხვედრის […]

Continue Reading

ირმა ინაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ – სოციალურ ქსელში კამპანიები არასდროს დამიგეგმავს, მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს

არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს , – ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს. როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ამ მეგობრობაზე ის უარს არასდროს […]

Continue Reading