4 გარდაცვლილი და 17 დაშავებული – გომის მთაზე ავარიისას მიკროავტობუსის ყველა მგზავრი ბელარუსი ტურისტი იყო
გომის მთაზე გუშინ საღამოს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც bm.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაშავებულია 17 ადამიანი, ხოლო 4 გარდაიცვალა. უწყების ცნობით, ყველა მათგანი ბელარუსი ტურისტი იყო. მიკროავტობუსის მძღოლი კი – ქართველი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading