“მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნებს, შტატებს, დაასანქციროს და გაყინოს საბანკო ანგარიშებზე ყველანაირი წვდომა კრიმინალური ივანიშვილის თავისუფალი, ობშორული ზონისთვის” – შალვა ნათელაშვილი

დღის სიახლეები პოლიტიკა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან მოითხოვს, გასცეს დაპატიმრების ორდერი და საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლდნენ ბიძინა ივანიშვილი და მის გარემოცვა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა დღეს ბრიფინგი გლდანში იმ ადგილას გამართა, სადაც მისი თქმით, ივანიშვილის კრიპტომაინინგ კომპანიებია განთავსებული.

ნათელაშვილის მტკიცებით, სწორედ ეს ადგილი გახდა მსოფლიო კრიმინალური ცენტრი, რადგან იქ “დარეგისტრირებულია რუსი ოლიგარქების ირანელი ტერორისტების კომპანიები მილიონების სათეთრებლად”.

“900 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა არაბული ხალიფატი გააძევა საქართველოდან, ტირანმა ივანიშვილმა ისევ მოაბრუნა არაბები უკან. ამიტომ ჩვენ ჩვენი დიდგორი წინ გველოდება და ის უნდა მოვიგოთ აუცილებლად. ჩვენ ვიმყოფებით ახლა გლდანში, ივანიშვილის მიერ შექმნილ ბოროტების მორიგ ცენტრში, რომელსაც ქვია თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც თავმოყრილია ოლიგარქის კრიპტომაინინგ კომპანიები, რომლითაც ის მილიარდიან მოგებას იღებს.

იმედია, თქვენ ახლა ხვდებით, რატომ დაიწყო 90-იანი წლები და სინათლეების გათიშვა. ამასთანავე აღნიშნული ადგილი გახდა მსოფლიო კრიმინალური ცენტრიც. აქ დარეგისტრირებულია რუსი ოლიგარქების კომპანიები მილიონების სათეთრებლად და ირანელი ტერორისტების კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, რის გამოც შტატებმა დაასანქცირა აქ რეგისტრირებული კომპანია რამდენიმე დღის წინ.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნებს, შტატებს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას მსოფლიოში, დაასანქციროს და გაყინოს საბანკო ანგარიშებზე ყველანაირი წვდომა კრიმინალური ივანიშვილის თავისუფალი, ობშორული ზონისთვის, სადაც ყველანაირი ბოროტება იხარშება. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და აშშ-ს, დაიწყონ ეუთოს რეკომენდაციების რეალიზაცია, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ოლიგარქის, მისი კლანის წინააღმდეგ, მათ დაპატიმრებაზე ორდერის გაცემას და სპეციალურ საპოლიციო ოპერაციას, რათა იყვნენ დაკავებულნი და გადაყვანილნი საერთაშორისო ტრიბუნალზე. ეს გაათავისუფლებს მათ მიერ დაპყრობილ, ოკუპირებულ საქართველოს და რაც მთავარია, ააცილებს უდიდეს გლობალურ საფრთხეს მთელ მსოფლიოს, რაც აი აქ მზადდება ყოველწუთიერად. ეს მინდოდა მომეხსენებინა ამ დიდგორობა დღეს. ჩვენი დიდგორი , ჩვენი გამარჯვება იქნება ივანიშვილის ტირანული რეჟიმის სასწრაფოდ ჩამოშლა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყველა საშუალებით”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *