“ოცნების” მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა, სინამდვილეში, ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას – რომან გოცირიძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ნებართვით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ნიშნავს, რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას. ამის შესახებ გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ოცნების” მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა, სინამდვილეში, ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას.

დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნიბილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის საოკუპაციო ძალები. არც ისაა გამორიცხული, რომ საწვავი რუსეთის ტეტიტორიაზც ყოფილიყო გადატანილი.

ღალატში მონაწილე ამ კომპანიას სანქციები არ ასცდება” – წერს გოცირიძე.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *