ზემო ლარსზე საშვებულებო სეზონის ფონზე რეკორდული მგზავრთნაკადი დაფიქსირდა

რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ ზემო ლარსზე სამგზავრო ნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ერთ დღეში საკონტროლო პუნქტი 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება “დოჟდი” წერს. მისივე ინფორმაციით, ეს ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსზე ერთ დღეში 19 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა – ეს მაჩვენებლები „მნიშვნელოვნად აღემატება წინა […]

Continue Reading

ივანე ჩხაიძე – კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზი ახლა არის ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი და ვირუსული დიარეა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ახლა, ქვეყანაში ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ცხელებასთან ერთად გამონაყარს, ან ნაწლავის გახშირებული მოქმედებას იწვევს. მისივე თქმით, შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები. „კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზი ახლა არის ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი და ვირუსული დიარეა, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. შედარებით შემცირებულია ფილტვის […]

Continue Reading

საქართველოში უმუშევრობის დონე 0.5%-ით შემცირდა – საქსტატი

2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ძირითადად განაპირობა ქალაქის დასახლებებში დასაქმების მატებამ და სამუშაო ძალის საერთო რაოდენობის შემცირებამ. კერძოდ, ამავე პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 აგვისტოს

არემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 19 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. თბილისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°; საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისიდან 59კილომეტრში, ქალაქი დმანისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით, სოფელ მამიშლარში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:24 საათზე დაფიქსირდა – მიწისძვრის ეპიცენტრი 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს და შესაბამის უწყებებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი არსით, ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, ამიტომ საჭიროა ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და ასეთი შემთხვევები მომავალში სრულად გამოირიცხოს. საპატრიარქო მოუწოდებს სახელმწიფოს, საკითხს […]

Continue Reading

მამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა. „სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“, – განაცხადეს პრესსამსახურში. ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“. აქვე აღნიშნულია, რომ […]

Continue Reading

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერიცვალებას დღესასწაულობს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას მცხეთაში სამთავროს მონასტერში აღავლენს. ფერისცვალება 12 უდიდეს საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. […]

Continue Reading

გურჯაანში რუსეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს. ექსპრემიერი აცხადებს, რომ მისი დაკავება ანტიკორუფციული კამპანიის საფარქვეშ დაგეგმილი “ბინძური პროვოკაციაა”, ხოლო ბრძოლის დაწყების მიზეზად მმართველი გუნდის მხრიდან „წითელი ხაზების“ გადაკვეთას ასახელებს. „საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, […]

Continue Reading