ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველაფერი მოყვეს – ხატია დეკანოიძე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, ყველაფერი ილაპარაკოს. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ექს-პრემიერის შემთხვევა “ოცნების” ყველა წევრისთვის უნდა იყოს გაკვეთილი, “თუ როგორ ექცევა ივანიშვილი თავის ლოიალურ მსახურებს”. ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ივანიშვილისადმი ლოიალურობა მთავრდება ასე. მე ვურჩევდი ყველას – “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, ღარიბაშვილის ეს წერილიც, შემდეგი წერილიც, ის განცხადებაც, რომელსაც ის ავრცელებს, ასევე მასაც ვურჩევდი […]

Continue Reading

გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი ამოძრავებდა. პრემიერის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი შევიდა. „ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. არსებობს საკანონმდებლო […]

Continue Reading

აშშ-ის მიერ ძებნილი პირი, რომელიც სირიაში ტერორისტებს აფინანსებდა, თბილისის აეროპორტში დააკავეს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატებისა და უზბეკეთის რესპუბლიკის ორმაგი მოქალაქეა, რომელსაც ბრალად უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულება, მხარდაჭერის აღმოჩენა და ამის მცდელობა ედება. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული […]

Continue Reading

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, უსამართლოდ მოქმედებდა – ევროკავშირი ისეთი კანონების გაუქმებას ითხოვდა, რომლებიც ეროვნული იდენტობის და სუვერენიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია

აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქვეყანასთან, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდა, ხშირად სრულიად უსამართლოდ, უკიდურესად ხისტად მოქმედებდა და საქართველოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მათი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სწორედ იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, კანონმდებლობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ღირებულებებს უკავშირდებოდა. „ერეკლე მეორის დროინდელი […]

Continue Reading

საქართველოდან 67 უცხოელი გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, კუბის, სომხეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ლიბანის, მოლდოვას, ნეპალის, ნიგერიის, შრი-ლამნკის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების – ჯამში […]

Continue Reading

„პრობლემური განცხადებაა… თავისთვის“ – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება უშუალოდ ყოფილი პრემიერისთვისაა პრობლემური, თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ სხვა მხრივ ამ თემაზე სიღრმისეული კომენტარისგან თავს შეიკავებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ღარიბაშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მოქმედი პრემიერისთვის, წინამორბედის სიტყვების შეფასება ეთიკურად სწორი არ იქნება. „მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის […]

Continue Reading

18 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 აგვისტოს მოწამე ევსიგნიოსის; მღვდელმოწამეთა ანთვირესი და ფაბისა რომის პაპთა; მოწამე პონტიოს რომაელის, მოწამეთა: კანტიდის, კანტიდიანეს და სიბელის – ეგვიპტელთა; ასევე მართლი ნონას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში წმიდა მოწამე ევსეგნიოსი წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში. ექვსი […]

Continue Reading

“4 აგვისტოს დაკრძალეს ლექსო თამაზაშვილის სიმამრი… მანამდე, “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ღარიბაშვილის ცოლის ძმის, ლექსო თამაზაშვილის სიმამრი, დავით ნანავა 4 აგვისტოს დაკრძალეს. ტელეწამყვანის თქმით, არსებული ვერსიით, დავით ნანავამ თავი მოიკლა. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანი იხსენებს, რომ მანამდე “თავი მოიკლა” ციხის უფროსმა და პოლიციელმა რუსიაშვილმა, ხოლო უფრო ადრე “თვითმკვლელობა სცადა” რიჟვაძემ – “ესეც ღარიბაშვილის კლანია”. “4 აგვისტოს […]

Continue Reading

“არ გამოვრიცხავ, რომ კრიმინალები მიუშვეს და პატარა “შეანჯღრიეს” და ახლა ამ წერილით მიმართა ბიძინას, რომ საჯაროდ მაინც გააგონოს თავისი ხმა” – ხუხაშვილი ღარიბაშვილზე

“ღარიბაშვილი ამ წერილით უფრო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას ცდილობდა. თუმცა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ირაკლი ღარიბაშვილისგან “იზოლირებული ჰყავთ”. შესაბამისად, დაკავებულმა ექს-მაღალჩინოსანმა საჯაროდ სცადა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება. ამასთან, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ერთდღიანი პაუზა ირაკლი ღარიბაშვილმა იმიტომ აიღო, რომ “იქნებ […]

Continue Reading