ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე – სააკაშვილი

ძვირფასო ნიკა გვარამია, რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილი ეხმაურება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტს, რომ „ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად საზოგადოებას სჭირდება არა დონკიხოტობა ან ჰამლეტობა, არამედ ავთანდილობა, ერთად […]

Continue Reading

გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და… – როგორ იმსხვერპლა 16 წლის გოგონა მწვანე კონცხთან მატარებელმა

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. სანდრას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და ვერ გაასწრო მატარებელს. როგორც “პალიტრავიდეოს” წყარო უყვება, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა და როცა ეს ტრაგედია მოხდა, ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის […]

Continue Reading

რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო იდენტიფიკაციასა (ჩიპირება) და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ. პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი პატრონიანი ძაღლების ჩიპირების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას. რეგიონებში პატრონიან ძაღლებს ჩიპირება, ვაქცინაცია და […]

Continue Reading

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, […]

Continue Reading

„გახარია საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვით მიმართავს და ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას მოითხოვს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვით მიმართავს და მთავრობის მეთაურისგან იმ ინფორმაციის გადაცემას მოითხოვს, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესსუბიექტების მხრიდან საწვავის შეტანა განხორციელდა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ასევე მოითხოვენ იმ ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა გზით და რა პროცედურების გავლით მოხდა საწვავის შეტანა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. „2026 წლის 12 აგვისტოს, თქვენი განცხადების თანახმად, აფხაზეთის […]

Continue Reading

გია ბარამიძეს შესთავაზეს, მისი ინტერვიუ არ გაეშვათ, თუმცა მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა – აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე 

გია ბარამიძის სამარცხვინო განცხადება ქვეყნის საზიანოდ იყო მიმართული – ეს არის უცხოური აგენტურის ფაქტობრივი გამოვლინება, რაც საზოგადოების თითოეულმა წევრმა დაინახა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ განუცხადა. ჯინჭარაძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ “მას შესთავაზეს, რომ შესაძლებელი იყო, აღნიშნული სიუჟეტი არ გაეშვათ, თუმცა ამ მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა“. “ეს არის ჩვენი და […]

Continue Reading

“საკითხი დღესავით ნათელია: აფხაზეთში საწვავის შეტანა მოხდა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით” – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული მხრიდან საწვავის მიწოდების ფაქტს კიდევ ერთხელ სოციალურ ქსელში ეხმაურება და რამდენიმე კითვას სვამს. გოცირიძის კითხვების ადრესატი ნავთობპროდუქტების ასოციაციაც არის, რომელმაც, მისივე თქმით, მოკლე პასუხი უნდა გასცეს კითვას: რომელმა კომპანიამ “მიჰყიდა” საწვავი შპს-ს, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი შეიტანა. “აფხაზეთში საწვავი დიდმა ქართულმა( ქართულმა იურიდიულმა პირმა) ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ შეიტანა. ფიქტიურად […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18,+23°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლეწვიმა და […]

Continue Reading

„მითების დეტექტორმა“ „ფეისბუქზე“ 230 AI-ის მიერ გენერირებული ყალბი პროფილი გამოავლინა, რომელიც “ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად და ხელისუფლების მოსაზრების მოსაწონებლად შეიქმნა

ორგანიზაცია “მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, ორგანიზაციამ ფეისბუქზე“ 230 AI-ის მიერ გენერირებული ყალბი პროფილი გამოავლინა, რომელიც “ქართული ოცნების მხარდასაჭერად და ხელისუფლების მოსაზრების მოსაწონებლად არის შექმნილი. “მითების დეტექტორის“ ცნობით, 230 ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში განთავსებულ იმ საინფორმაციო ბარათებზე გამოვლინდა, რომელიც “რუსოფობიის გაძლიერების“ თემაზე მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებას ასახავდა. “12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავზე, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის რანგში […]

Continue Reading

პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია “გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების […]

Continue Reading