გურიაში ექვსი ადამიანი, რომლებიც ტყიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ერთი პირის გადმოყვანა, სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით კი სასაზღვრო პოლიციის […]

Continue Reading

აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა

აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella-1) 47 წლის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა. როგორც ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 12 ივნისს კალანდაძემ ბრალი აღიარა აშშ-ის სანაპირო დაცვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ უფრო მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. […]

Continue Reading

“ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით გხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც არღვევს კონსტიტუციას” – ნიკა გვარამია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნესმენის მიერ მოხდა ეს, რასაც გვარამია “ღალატს” უწოდებს. მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება: “დღეს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 13 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6181 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0205 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0214 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ […]

Continue Reading

“ოცნების” მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა, სინამდვილეში, ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ნებართვით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ნიშნავს, რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას. ამის შესახებ გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ოცნების” მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა, სინამდვილეში, ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას. დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ცნიბილი, რომელმა კომპანიამ რა რაოდენობის საწვავი შეიტანა აფხაზეთში და სარგებლობდნენ თუ არა ამით რუსეთის […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტი დაადასტურა – “ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუ შეგვიძლია მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ ბიზნესმა შეიტანა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. მისივე ინფორმაციით, თუ მომავალშიც იქნება საშუალება, რომ იქ მცხოვრებ ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ, ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ოღონდ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოების ფარგლებში. “ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის „ოკუპაციის […]

Continue Reading

“მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნებს, შტატებს, დაასანქციროს და გაყინოს საბანკო ანგარიშებზე ყველანაირი წვდომა კრიმინალური ივანიშვილის თავისუფალი, ობშორული ზონისთვის” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან მოითხოვს, გასცეს დაპატიმრების ორდერი და საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლდნენ ბიძინა ივანიშვილი და მის გარემოცვა. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა დღეს ბრიფინგი გლდანში იმ ადგილას გამართა, სადაც მისი თქმით, ივანიშვილის კრიპტომაინინგ კომპანიებია განთავსებული. ნათელაშვილის მტკიცებით, სწორედ ეს ადგილი გახდა მსოფლიო კრიმინალური ცენტრი, რადგან იქ “დარეგისტრირებულია რუსი ოლიგარქების ირანელი ტერორისტების კომპანიები […]

Continue Reading

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან ვიზიტების რაოდენობა წლიურად 5.1%-ით გაიზარდა. კერძოდ, ამავე მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების 610 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს 29 726 ვიზიტით აღემატება. მიუხედავად განხორციელებული ვიზიტების ზრდისა, შემცირებულია რუსი ტურისტების […]

Continue Reading

სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება – სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, ფორმის რეალიზაცია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება. სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება სპეციალურად განსაზღვრულ რეალიზაციის პუნქტებში ან სამინისტროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით ონლაინ. რეალიზაციის თითოეულ პუნქტში, სულ მცირე, ერთი საბანკო გადახდის ტერმინალი უნდა იყოს განთავსებული. […]

Continue Reading

პრემიერი – რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენაა

რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენაა – ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ხელოვნური, ხელოვნური კოორდინაციისა და მართვის შედეგი, – ეს განცხადება დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში გაჩაღებულია რუსოფობიური კამპანია, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია და ყველაფერი გარედან, “დიფ სტეიტის“ საერთო ქოლგის ქვეშ იმართება. კობახიძის თქმით, 2022 წელს სამი რუსოფობიური […]

Continue Reading