ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს – მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს
საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული. Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა. სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. […]
Continue Reading