ამინდის პროგნოზი 7 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°;სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 32°;ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

7 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 აგვისტოს მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედის, ასევე წმიდათა დედათა: ოლიმპიადა დიაკონისასი და ევპრაქსია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედისა ნეტარი ანა, მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ-ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში მოხვდა – ტვ პირველი

 ირაკლი  ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, ექსპრემიერმა ერთი ღამე “კავკასიის მედიცინის ცენტრში” გაატარა. მსჯავრდებულის ​კლინიკაში გადაყვანის შესახებ პირველებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებენ ადვოკატები, თუმცა ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ექს პრემიერს გეგმური კვლევები ჩაუტარდა. “პირველების“ ინფორმაციით, ღარიბაშვილს პრობლემა თირკმელებზე ჰქონდა. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ნია იმნაძემ მის მეგობრებს უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს – პროკურატურა

ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გამოძიების თანახმად, ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძემ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით იმგზავრა

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა – თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იმგზავრა. პრემიერმა რკინიგზაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია გაგრძელდება. „დღეს ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და ახლა შემცირებულია […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 7 აგვისტოსთვის

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0264 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0260 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

დენის გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან – სააკაშვილი დენის გათიშვაზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვებს ეხმაურება. მისი თქმით, გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ბიძინა ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან. “გუშინ დენის გათიშვა პირდაპირ არის დაკავშირებული ენგურის გვირაბებში ივანიშვილის მაინინგის ფერმის დაყენებასთან. როგორც კი ტემპერატურა იმატებს, მაინინგის ფერმა ავარიულად ითიშება და თიშავს დენსაც.გარდა იმისა, რომ გაზრდილი ტარიფი თავის ბიტკოინებს აფინანსებს და ამ […]

Continue Reading

2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება – კობახიძე

საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი სამარცხვინო სპეკულაციებია, მათ შორის კონკრეტულად მკვლელობასთან დაკავშირებით. „ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის ე.წ. ჟურნალისტები, ე.წ. NGO-ები, თუ პარტაქტივი, რომ თითქოს მკვლელობების კუთხით არის გაუარესებული ვითარება. ამ დროს სტატისტიკა […]

Continue Reading

ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს – მარტო სასეირნოდ, შოპინგზე და ასე შემდეგ – საქართველოში ეგ პრობლემა არ არის! საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ! – “ქართული ოცნების” დეპუტატი

ევროპაში ცოლებთან ერთად ვინც მიდის, საღამოობით არავინ უშვებს ხელს – მარტო სასეირნოდ, შოპინგზე და ასე შემდეგ – საქართველოში ეგ პრობლემა არ არის! საქართველოში ტურისტებს არანაირი პრობლემა არა აქვთ! – ეს არის “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადება, რომელიც მედიასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა. მაჭავარიანის თქმით, საქართველოში ტურისტები ჩამოდიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ […]

Continue Reading

რუსთაველზე რეაბილიტაციის დროს გზა ჩავარდა და სატვირთო ამოტრიალდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე დღეა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გზა ჩავარდა და სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ამატრიალდა.  ინფორმაციას და კადრებს inradio.tv ინრადიო ავრცელებს.  როგორც ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ყვება, სატვირთოს კაბინაში მძღოლთან ერთად ბავშვი იმყოფებოდა. ის ადგილზე დასაქმებულებმა უვნებლად გადმოყვანეს. დაზიანებები არ აღნიშნება მძოლსაც.  რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია  23 ივლისიდან დაიწყო. სამუსაიოების გამო,  რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე […]

Continue Reading