თითო მგზავრზე 60 ევრო – რას სთავაზობს საქართველო ავიაკომპანიას?

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ნორვეგიულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Norwegian Air-ს თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ახალი რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედებისთვის 400,000 ევროს ფინანსურ სტიმულს შესთავაზებს. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა 2026 წლის 31 მაისს გააფორმეს და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ახლა გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, Norwegian-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპენჰაგენს შორის რეისების შესრულებას დაიწყებს, ხოლო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება […]

Continue Reading

რუსული კრიპტოქსელი, მათ შორის საქართველოში, სკოლის მოსწავლემ ამხილა – Новая Газета

რუსეთმა სანქცია დაუწესა სკოლის მოსწავლეს, მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბრაუდერის შვილს, ალექსანდრე ბრაუდერს. მან ამხილა კრიპტობირჟები, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მოსკოვს სავარაუდოდ ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა”. ჟურნალისტი ია ბარათელი სტატიაში წერს, რომ მაისის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მკაცრი სანქციები დაუწესა რუსულ საგადამხდელო ქსელ „A7“-თან დაკავშირებულ კრიპტოპლატფორმებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების  მონაცემებით, […]

Continue Reading

ხმაური და დაპირისპირებაა პირველ სამშობიარო კლინიკაში – ოპერაციის დროს დაღუპული 35 წლის ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს

ხმაური და დაპირსპირებაა ამ წუთებში პირველ სამშობიარო კლინიკაში –  გეგმიური ოპერაციის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალის ოჯახი პასუხებს ითხოვს. ნინო მუჯირიას ახლობლებს აქვთ ეჭვი, რომ 35 წლის ქალი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა და ოპერაცია გააკეთა იმ ექიმმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქალი კომაში ჩავარდა და […]

Continue Reading

გაფრთხილდით არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას – რა პერიოდს ეხება GWP-ის გაფრთხილება

2026 წლის 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად, მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოსული ჭარბი წყალი. „წყალუხოვობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 ივნისს

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმის ალბათობაა, დღისით […]

Continue Reading

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ნინო წილოსანის მისამართით სოციალურ ქსელში კომენტარის გამო, 4000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატი შოთა თუთბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც ირკვევა, სასამართლოში თუთბერიძის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეიტანა. როგორც თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე ეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის პოსტზე გაკეთებულ კომენტარს. „მურუსიძის სასამართლოსგან გასაკვირი არ ყოფილა, უფრო […]

Continue Reading

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ

Facebook-ს, Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს მსოფლიო მასშტაბით შეფერხებები აქვთ. ეს Downdetector სერვისის მონაცემებიდან გამომდინარეობს. 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა Facebook-თან დაკავშირებული პრობლემების შესახებ (https://downdetector.com/status/facebook/). პრობლემები აქვთ Instagram-ს, Threads-სა და Messenger-ს, რომლებიც სოციალური ქსელის ოპერატორი კომპანიის, Meta Holding-ის ნაწილია.

Continue Reading

ამერიკამ ღამით ირანში 250 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ჩამოაგდო – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ღამით ირანში 250 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ჩამოაგდო. „გუშინ ღამით მათზე 250 მილიონი დოლარის ღირებულების ბომბები ჩამოვყარეთ. ეს სრული სიგიჟე იყო“, – განაცხადა მან Fox News-ში. პენტაგონის ცენტრალურმა სარდლობამ ხუთშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ ირანზე დარტყმები დაიწყო. ამას თეირანმა ამერიკულ ბაზებზე დარტყმებით უპასუხა. მოგვიანებით ტრამპმა ირანზე ახალი დარტყმების შესახებ დააანონსა, […]

Continue Reading

ტურისტული გემი ჩაიძირა თურქეთში – მოხერხდა თუ არა მგზავრების გადარჩენა

თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“. „110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.

Continue Reading

რუსეთში სომხური ჯერმუკის წყლის მილიონობით ბოთლის გაყიდვა შეაჩერეს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა – „როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის “ჯერმუკის” 64,5 მილიონი ბოთლის გაყიდვა დროებით შეაჩერა. შეზღუდვები უკვე დანერგილია „ღირსეული ნიშნის“ სისტემის მეშვეობით. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ცნობით, პროდუქტში გარკვეული ნივთიერებების, მათ შორის ჰიდროკარბონატების, ქლორიდების და სულფატების ჭარბი დონე აღმოაჩინეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს […]

Continue Reading