მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

Continue Reading

თბილისში მამაკაცი დაჭრეს – სად მოხდა შემთხვევა

თბილისში მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ეჭვმიტანილი პოლიციამ სადახლოს გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავა, როცა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის […]

Continue Reading

თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული -ჯანდაცვის მინისტრი ნაცემ მოქალაქეზე

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის შესახებ საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. მინისტრის თქმით, თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. “რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული […]

Continue Reading

Temu 200 მლნ ევროთი დაჯარიმდა – რა გახდა ამის მიზეზი

ევროკავშირმა ჩინურ ონლაინ-მარკეტპლეის Temu-ს 200 მლნ ევროს (232 მლნ დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მიზეზი მის პლატფორმაზე უკანონო პროდუქტების, მათ შორის, საშიში საბავშვო სათამაშოებისა და გაუმართავი დამტენების გაყიდვაა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC და Euronews ავრცელებენ. ევროკომისიის განცხადებით, ამ პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური რისკებისა და მათ მიერ მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის დროულად იდენტიფიცირება-შეფასების ადეკვატური კონტროლი კომპანიამ ვერ […]

Continue Reading

რუსეთში სომხური ჯერმუკის წყლის მილიონობით ბოთლის გაყიდვა შეაჩერეს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა – „როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის “ჯერმუკის” 64,5 მილიონი ბოთლის გაყიდვა დროებით შეაჩერა. შეზღუდვები უკვე დანერგილია „ღირსეული ნიშნის“ სისტემის მეშვეობით. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ცნობით, პროდუქტში გარკვეული ნივთიერებების, მათ შორის ჰიდროკარბონატების, ქლორიდების და სულფატების ჭარბი დონე აღმოაჩინეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს […]

Continue Reading

ამაზონის დამფუძნებლის რაკეტის გამოცდის დროს აფეთქება მოხდა

Blue Origin-ის New Glenn მძიმე ტვირთამწეობის რაკეტა-მზიდი, რომელიც Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, შეერთებულ შტატებში, გამოცდის დროს, გამშვებ მოედანზე აფეთქდა. Blue Origin-მა ინციდენტს „ანომალია“ უწოდა და დასძინა, რომ აფეთქების შედეგად პერსონალი არ დაშავებულა. მომხდარს მილიარდერი ილონ მასკი უკვე გამოეხმაურა. „უკიდურესად სამწუხაროა. რაკეტები რთულია“, – დაწერა მან “იქსზე”.

Continue Reading

თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ სატვირთო გემს დრონებმა შეუტიეს – მედია

თურქული საზღვაო სააგენტო Tribeca-ს ცნობით, სინოპის ნავსადგურთან სამი გემი ტვირთის გარეშე მიცურავდა, როდესაც სამიზნედ იქცნენ, იტყობინებიან კერძო მედიასაშუალებები Halk TV, Sozcu და გაზეთი Turkiye. ერთი გემი, James II, პალაუს დროშით ცურავდა, ხოლო ორი სხვა, Altura და Velora, სიერა-ლეონეს დროშით. Tribeca-ს თქმით, თურქეთის სანაპირო დაცვა ჩაერია ინციდენტში. სამივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

Continue Reading

ნაცემ ლოცულაშვილს ტვინის შერყევა არ დაუდასტურდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმის, მანანა ლობჟანიძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, თავდაპირველად კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისი კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, ტვინის შერყევა კომპიუტერული ტომოგრაფიით […]

Continue Reading

ახალ ბანკნოტს ტრამპის გამოსახულებით ამერიკაში, საუკუნის შემდეგ, პირველად გამოუშვებენ – WP

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზეწოლა მოახდინა ამერიკული ვალუტის ბეჭდვაზე პასუხისმგებელ სააგენტოზე, რათა შეემუშავებინათ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი ახალი 250 დოლარიანი კუპიურის დიზაინი. ამის შესახებ იტყობინება The Washington Post, ტრამპის ადმინისტრაციის ოთხ ამჟამინდელ და ყოფილ თანამდებობის პირზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ გასული წლიდან მოყოლებული, ხაზინადარი ბრენდონ ბიჩი და მისი უფროსი მრჩეველი, მაიკ ბრაუნი, არაერთხელ აიძულებდნენ გრავირებისა და […]

Continue Reading

ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს – პრემიერი მოძალადე პოლიციელებზე

პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს. მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირის დაკავებას ეხებოდა. „იმისათვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს, თუნდაც პოტენციურად, სისტემური ხასიათი, საჭირო იყო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო, […]

Continue Reading