რა თანხა გამოიმუშავა “პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის და რამდენს მიიღებს თითოეული ფეხბურთელი

ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონური „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტიტულს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, სპორტულ შედეგებთან ერთად, ტურნირის რეკორდული ფინანსებიც მოექცა. ავტორიტეტული გამოცემების გათვლებით, მხოლოდ ფინალურ მატჩში გამარჯვებისთვის პსჟ-მ უეფასგან პირდაპირი საპრიზო თანხის სახით 25 მლნ ევრო (დაახლოებით 26.8 მლნ დოლარი) […]

Continue Reading

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას დღესასწაულობს

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში, სადღესასწაულო მსახურება აღევლინა. წირვის დასასრულს, სრულდება მოხლმოდრეკის საგანგებო ლოცვა და შესაბამისად, დღეიდან, მრევლს კვლავაც შეუძლია ლოცვის დროს მუხლი მოიდრიკოს. მუხლდრეკა არ აღესრულებოდა ვნების შვიდეულის ოთხშაბათი დღიდან. დღევანდელი დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც. დღეს მაცხოვრის მიერ […]

Continue Reading

“არ შემიძლია, მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო” – ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდებს ურჩევს

ცოტნე ივანიშვილს სჯერა, აუცილებლად მივაღწევთ, რომ საქართველო იქნება წელში გამართული ქვეყანა და არ იარსებებს ქვეყნიდან წასვლის სურვილი. ამისთვის ფუნდამენტურია სტაბილურობა, მშვიდობა ქვეყანაში. ცოტნე ივანიშვილმა სიღნაღში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე მას კითხეს, რატომ ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში უნდა დავრჩნენ ახალგაზრდები და ქვეყანა არ დატოვონ. ცოტნე ივანიშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის გამოწვევა ნამდვილად […]

Continue Reading

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა – VIDEO

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება. ვიდეო

Continue Reading

ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა საქართველოს მოქალაქე დააკავა – ვინ არის დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუს-ის ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელსაც შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ამის […]

Continue Reading

პუტინმა განმარტა, რა იგულისხმა ნათქვამში უკრაინაში ომი „დასრულებისკენ მიდის“

ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა თავის ბოლო განცხადებაზე, რომ მისი აზრით, უკრაინაში ომი „დასრულებისკენ მიდის“. გაზეთ „კომერსანტის“ კითხვის საპასუხოდ, პუტინმა განაცხადა, რომ მან ომის სწრაფი დასრულება იწინასწარმეტყველა, რადგან რუსული ჯარები ბრძოლის ველზე „ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ“. „ბრძოლის ველზე სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ეს გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ სიტუაცია დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა პუტინმა […]

Continue Reading

ტურისტული გემი ჩაიძირა თურქეთში – მოხერხდა თუ არა მგზავრების გადარჩენა

თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“. „110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.

Continue Reading

ლარი დოლართან მიმართებით მყარდება – როგორია ხვალინდელი ღირებულება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6693 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6708 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1079 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1003 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ლოცულაშვილისა და აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – დეტალები

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს – ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა ექვსივე პოლიციელის – ალექსი ბადალოვის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის თანამდებობიდან გადაყენების […]

Continue Reading

11 000-მდე ავტომობილი ერთ თვეში – სულ რამდენი ავტომანქანაა რეგისტრირებული ქვეყანაში

1 თვეში საქართველოში დაახლოებით 11 000-მდე ავტომობილი დარეგისტრირდა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს [რეალურ დროში] მონაცემებიდან ჩანს. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2.055 მლნ ერთეულს გადააჭარბა. აღნიშნულ სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში ყოველდღიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა კიდევ შემცირდა. უფრო კონკრეტულად, თებერვალში (გასულ თვეებთან შედარებით), დღეში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა საშუალოდ, 600-დან 350-მდე […]

Continue Reading