„იცოდა, მალე მასთანაც მივიდოდნენ“ – რას ჰყვება გიორგი უძილაური საპატიმროდან

გლდანის ციხეში მყოფი გიორგი უძილაური, რომელიც ფინანსური პოლიციაში მუშაობის დროს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით საუბრობს. დაკავებულს კომუნიკაცია აქვს აკრძალული, მათ შორის ოჯახთან. მისი მონათხრობი ადვოკატმა ბექა გულედანმა რადიო თავისუფლებას გააცნო. „გიორგიმ არ იცის, ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მითუმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად […]

Continue Reading

ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი – პაპუაშვილი მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე

ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალიზმი, რომელსაც ოპოზიცია თესავს, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ. „პირველად რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში რაღაცას კიდევ ვიფიქრებდით, მაგრამ ეს ხომ მუდმივი პროცესია?! შეყრას, გაყრას და ამ შეყრა-გაყრას ვაკვირდებით რამდენი წელია. უკვე […]

Continue Reading

“ერთ გვიან ღამით, მითხრეს, ძალიან სანდო ადამიანმა შიგნიდან სტრუქტურების”… ნიკა ქავთარაძემ ემიგრაციაში წასვლის მიზეზზე ისაუბრა

იუმორისტმა, ნიკა ქავთარაძემ, რომელმაც 1 წელია ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა, გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ქავთარაძის თქმით, რომ არა ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოჟნილი ინფორმაცია, რომლის დროსაც გაიგო რომ დასაჭერთა სიაში იყო, ქვეყანას არ დატოვებდა. “1 წელი ხდება, რაც მომიწია გამოქცევა სამშობლოდან. დეტალებზე ძალიან მიჭირს საუბარი, უბრალოდ ერთ გვიან ღამით, მითხრეს, ძალიან სანდო […]

Continue Reading

ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ – აცხადებენ გახარიას პარტიაში

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ადამიანები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ, საგრძნობლად გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევები, მკვლელობები, სროლა, ფემიციდი, დაჭრის ფაქტები და ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები – ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სისტემა გამოიყენება არა მოქალაქეების დაცვის, არამედ მათი დაშინების და დევნის ინსტრუმენტად. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცავი სისტემა თავის ფუნქციას […]

Continue Reading

დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა

დაიცავი ილიაუნი-ს ლაივ მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა. „დაიცავი ილიაუნის“ ანგარიშები ისევ აქტიურია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის. შეგროვდა 2 000 000 ლარი!ქართველი ხალხის ერთიანობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია!ამ მასშტაბის თანხაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, თუმცა ერთმანეთის მხარდაჭერა და სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა.ეს […]

Continue Reading

ვიდრე მოლაპარაკებები ჩიხშია, აშშ-მ და ირანმა დარტყმები ისევ გაცვალეს – მედია

აშშ-სა და ირანის ძალებმა სამშაბათს გაცვალეს დარტყმები, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გამწვავდა. დაპირისპირება პირდაპირ სროლას გასცდა. ამის შესახებ Axios წერს. კერძოდ, აშშ-ის სამხედროებმა რამდენიმე ირანული ბალისტიკური რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს და თავდაცვის მიზნით ქეშმის კუნძულზე, ჰორმუზის სრუტეში, ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ დარტყმა განახორციელეს. თავის მხრივ, ირანის ისლამური […]

Continue Reading

გარდაიცვალა ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სპორტული სააგენტო „კრისტალსპორტი“ ავრცელებს. როგორც იწერება, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ჯაბა დვალმა ერთი კვირის წინ გულის ინფარქტი გადაიტანა, რაც დღესაც გამეორდა. ჯაბა დვალს კარიერის დიდი ნაწილი „ზესტაფონში“ აქვს გატარებული. 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელი „დინამო თბილისისა“ და სხვა ქართული კლუბების […]

Continue Reading

გაძევებულია 84 უცხოელი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, რუსეთი, სომხეთის, ნიგერიის, უგანდის, უზბეკეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ბანგლადეშის, ერაყის, კენიის, სუდანის, ტაილანდის და  სხვა […]

Continue Reading

მამაკაცმა ყოფილი მეღლე დაჭრა – დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ […]

Continue Reading

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა, გურამ კაშია რუმინეთის წინააღმდეგ ანხანაგური მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა. გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა. საქართველო – რუმინეთის ამხანაგური მატჩი მისთვის სწორედ 129-ე შეხვედრაა – ეს ბოლო მატჩია, რომელიც კაშიამ ჩაატარა. კაშია ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. გუნდის კაპიტნად ის 2021 წელს აირჩიეს. ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები […]

Continue Reading