110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ირანიდან საქართველოსკენ – ვინ და სად აღმოაჩინა ტვირთი
აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ირანიდან საქართველოსკენ მომავალ საზამთროს გადამტან სატვირთო მანქანაში 110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ბელაქანის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბაჟო კონტროლის შედეგად განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში საზამთროს გადამტანი სატრანსპორტო საშუალება „მაზიმგარას“ საბაჟო პუნქტში სტაციონარული რენტგენის აპარატით შემოწმდა. […]
Continue Reading