სომხეთში მარკო რუბიო ჩადის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს 26 მაისს ეწვევა, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და მარკო რუბიო ერთმანეთს შეხვდებიან, რის შემდეგაც მინისტრები პრესკონფერენციებს გააკეთებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.
Continue Reading