ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ ჩანაწერების ციხიდან გატანა მასაც აუკრძალეს

ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პატიმრებთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება მასაც არ მისცეს. მე, პირადადაც, რამდენიმეჯერ, ამეკრძალა ციხიდან ჩემი ჩანაწერების გამოტანა. ადვოკატთა ასოციაციამ, ჯერ კიდევ, 18 სექტემბერს გადაგზავნა შესაბამის უწყებებში წერილი და ველოდებით პასუხებს. ამ მხრივ, ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯები, რაც გადადგა ადვოკატთა ასოციაციამ. დარწმ,უნებული ვარ, რომ არცერთი ადვოკატი, […]

Continue Reading

ნიკა გვარამია – ივანიშვილს ქუჩა „გაექცა“, ქუჩა, რომელიც, პოლიციასთან ერთად, მისი მთავარი დასაყრდენი იყო და საზოგადოების დატერორების გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია

დღეს, საზოგადოებას კი არ ეშინია ივანიშვილის, არამედ ივანიშვილს ეშინია საზოგადოების – ციხეები გადატვირთულობის პიკზეა და ზეგადავსებულია; ივანიშვილის მოკავშირე მსხვილი კრიმინალების უმრავლესობა დაჭერილია და დიდი სასჯელები აქვთ მისჯილი; ციხეშია ივანიშვილის ყველაზე გამორჩეული „ქოცელიტა“; ყველა ოპოზიციური პარტია გაუქმების პირასაა – ჰოდა, მეგობრებო, ეს თვითშენარჩუნების და თავდაცვის უკიდურესად ისტერიული ფორმაა, წონასწორობაში მყოფები და მყარად მდგომები არასდროს რომ არ […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – გარდა ძალადობისა, ციხეებში ბევრი პრობლემაა – გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, საკვების ხარისხი, ბევრი უაზრო შეზღუდვაა, რომელთაც არ ვემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ

გარდა ძალადობისა, ციხეებში არის ბევრი სხვა პრობლემა – განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის „ფეისბუქ” გვერდზე წერს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, „ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ […]

Continue Reading

პატიმარი ამბობს, რომ გეგუთის ციხეში პირი ამოიკერეს – “მიზეზი დირექტორის მხრიდან ტერორია”

ქუთაისელი პატიმარი ლევან გულუა გეგუთის მე-14 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას მასზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს – პატიმარი „ინფო იმერეთს“ დაუკავშირდა და თავისი პრობლემების გასაჯაროება სთხოვა. როგორც ლევან გულუა ამბობს, გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი მას პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას და თანამშრომლობას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი შეურაცხყოფას აყენებდნენ. გეგუთის ციხის ბინადარი აცხადებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის […]

Continue Reading

თუ ციხეში პატიმრების წამება გაგრძელდა, ამას უნდა გადაჰყვეს კობახიძის მმართველობა – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მსგავსად, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სხვა პატიმრებიც გამოჩნდებიან, რომლებცი ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებსნ, მაშნ ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა “გადაყვება”. პოლიტიკოსის თქმით, ის ესაუბრა სახალხო დამცველს და მისგან მიიღო პირობა, რომ პატიმართა ნომერ მეექვსე დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები კიდევ შევლენ და უფრო დეტალურად შეისწავლიან საკითხს. მე დღეს […]

Continue Reading