Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს – შსს-მ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია […]

Continue Reading

წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია 562,5 ლარი აღარ იქნება – რა ცვლილება შედის დაფინანსების პროგრამაში

თბილისის მერიის „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები შედის. თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად, 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით – „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“. „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდება. „პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა […]

Continue Reading