საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი „კომენდანტის საათის“ დაწესების უფლება მიანიჭა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ზოგიერთი ქალაქის მერს მიეცა უფლებამოსილება, ნაწილობრივი „კომენდანტის საათი“ დააწესოს. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვაა. ამასთან, სებასტიან ლეკორნუმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქალაქებს მიენიჭათ ეს უფლებამოსილება. პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე გამოყოფს თანხებს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად; დაფინანსება სწორედ იმ პირების ხარჯზე იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. […]

Continue Reading

საფრანგეთის შს მინისტრი – ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება, რადგან პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე თავად არის პასუხისმგებელი, რადგან პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. „მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. მე უარს ვაცხადებ გადადგომაზე, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა. მისივე თქმით, საფრანგეთის პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა, […]

Continue Reading

მაკრონი – “გუშინ ჩვენი რამდენიმე ასეული ათასი თანამემამულე გამოვიდა დემონსტრაციებზე და ცდილობდნენ თავიანთი ლეგიტიმური მოთხოვნების გამოხატვას”

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმასაფრანგეთში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით მოითხოვა, რომ მთავრობამ მიიღოს ზომები ქუჩის არეულობების გამეორების თავიდან ასაცილებლად. „მან მოითხოვა, რომ მთავრობამ ისწავლოს ყველა საჭირო გაკვეთილი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და მსგავსი მოვლენების პროგნოზირების საკითხებში, ასევე მიიღოს ზომები, რათა ეს აღარ განმეორდეს“, – განაცხადა მაკრონმა ერისადმი მიმართვაში, რომელიც BFMTV-მ გადასცა. საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ ის ელოდება მკაფიო […]

Continue Reading

დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ მოუწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ და „სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. “საფრანგეთი ცეცხლშია! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსული ადამიანების იმიგრაციამ, გულში სიძულვილით სავსე ადამიანებმა, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა გაანადგურა. დახურეთ საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!” – წერს ტრამპი. საფრანგეთში მაღალი ფასების წინააღმდეგ მასობრივი […]

Continue Reading

რუსული წიგნების მოპარვისთვის პარიზში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააპატიმრეს

პარიზში, ბიბლიოთეკებიდან რუსული კლასიკური ნაწარმოებების მოპარვისთვის, საქართველოს ექვს მოქალაქეს 18 თვიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის ციხეში. ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. სასამართლოში სამი ბრალდებული წარსდგა, რომელთაგან ორი უკვე გასამართლებული და საზღვარგარეთ დაკავებული იყო, მაგრამ სასამართლო პროცესისთვის საფრანგეთში გადაიყვანეს. 50 წლის მიხეილ ზ-ს ლიეტუვაში მე-19 საუკუნის პუბლიკაციების მოპარვისთვის, სამი წლითა და ოთხი […]

Continue Reading

ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას – პაპუაშვილი ფრანგი მზვერავების გაწვევაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ფრანგული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია“ და აცხადებს, რომ მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს – ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას!  მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა და ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს. პაპუაშვილი ამბობს, […]

Continue Reading

საფრანგეთმა დაზვერვის ორი აგენტი საქართველოდან გაიწვია – Intelligence Online

დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგული წამყვანი გამოცემა Intelligence Online ავრცელებს ინფორმაციას საქართველოდან საფრანგეთის მხრიდან დაზვერვის აგენტების გაწვევის შესახებ.გამოცემის ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის “ყოფილი თანამოაზრის” დაკავება – გამოცემა ამ დახასიათების ქვეშ გულისხმობს გიორგი უძილაურს, “ქართუ ბანკის” ყოფილ პრესმდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს. ის 5 […]

Continue Reading