15 წლის ბიჭი სკოლის პერსონალს დანით დაესხა თავს და დამლაგებელი მოკლა

პოლონეთში, მაზოვის სავოევოდეში, 15 წლის ბიჭი სკოლის პერსონალს დანით დაესხა თავს. 37 წლის დამლაგებელი მოკლულია, ხოლო ორი ადამიანი დაჭრილი. პოლიციაზე დაყრდნობით, TVN24 იტყობინება, რომ თავდასხმა ვიშკოვის მახლობლად, სოფელ ლეშჩიდულ-ნოვინიში მოხდა. ბიჭი ადრე ამავე სკოლაში სწავლობდა. ის, თავდაპირველად, დამლაგებელს დაესხა თავს. სკოლის დირექტორმა მისი შეკავება მასწავლებლის დახმარებით სცადა. ორივე დაშავდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. […]

Continue Reading

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო „ომისთვის სრული სახელმწიფო მზადყოფნის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს – მედია

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო „ომისთვის სრული სახელმწიფო მზადყოფნის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს. „რჟეჩპოსპოლიტას“ ცნობით, კანონპროექტის მიზანია ეროვნული თავდაცვის მართვის ოპტიმიზაცია. ამჟამად სამინისტროში მისი განხილვა მიმდინარეობს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტში ასახული მთავარი მიზანია „პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, შეიარაღებულ ძალებსა და შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და არსებული რეგულაციების თანამედროვე საფრთხეებთან, კერძოდ, ჰიბრიდულ, კიბერ და დეზინფორმაციულ საფრთხეებთან ადაპტირება“. კანონპროექტი, […]

Continue Reading