შიო III – ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ენა, ეროვნება, ამიტომ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ გზიდან არ გადავუხევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიფარავს

ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ თუ ამ გზიდან არ გადავუხევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს, ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამე, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა. როგორც მან თქვა, […]

Continue Reading

პრემიერი – ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა. როგორც შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” განაცხადა, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, პატრიარქის თქმით, „მათ მუდამ ველოდებით“. „დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა […]

Continue Reading

პატრიარქი – “როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები”

„ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა… ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა“. ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო წირვის დასასრულს პატრიარქმა შიო მესამემ იქადაგა. “სახელითა მამისათა და […]

Continue Reading

პატრიარქი – “განსაკუთრებით სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს გვამართებს, ვევედროთ იოანე ღვთისმეტყველს, რომ გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი უფრო ღრმად, რომ შევიმეცნოთ, მართებულად გადმოვცეთ და ვიქადაგოთ მრევლის წინაშე”

„არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა… ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი…“. ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მოციქულისა და მახარებლის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღესან დაკავშირებით წირვის […]

Continue Reading

ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის. დავფიქრდეთ ამაზე! – პატრიარქის დღევანდელი ქადაგება

დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ იგი არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა სულთმოფენობიდან პირველ კვირას მორწმუნეებს მიმართა, თუ რატომ დაადგინა წმინდა ეკლესიამ ეს დღესასწაული, პატრიარქის თქმით, ეკლესიას სურს, […]

Continue Reading

პატრიარქი შიო 7 ივნისის ნათლობის შემდეგ, მონათლულებს დალოცავს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივნისს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. სამსახურის ინფორმაციითვე, 20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს.

Continue Reading

პატრიარქი შიო დავითგარეჯას მონასტერში პარაკლისს აღავლენს – ვიდეო

ამ წუთებში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენებასთან დაკავშირებით დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს აღავლენს. ვიდეო იხილეთ აქ

Continue Reading

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები შიო III-ს ხვდებიან

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან. შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს. მშობლის, თამარ გოგალაძის განცხადებით, სჯერათ, რომ პატრიარქი მათი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს. „4 მშობელი ვიღებთ მონაწილეობას შეხვედრაში. მოულოდნელად ჩაინიშნა შეხვედრა. ჯერ წინასწარ პროგნოზი გვიჭირს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბავშვების სასიკეთოდ წარიმართება. ჩვენ დრო არ გვაქვს. გვინდა, გვჯეროდეს, რომ პატრიარქი ჩვენი […]

Continue Reading