ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა. პარლამენტი დაჩქარებული წესით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ციფრული ლარის სტატუსი განისაზღვრება – ფართოვდება ”ფულის ნიშნებისა“ და “ემისიის“ ცნებები და მასში ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვებაც აისახება. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის […]

Continue Reading

მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა

მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა. საქმე “სისხლი სამართლის კოდექსში“ ცვლილებას ეხება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ახალი 2261 მუხლის – “დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების“ დამატება და ამ ქმედებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იყო გათვალისწინებული. პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს განსახილველად 2019 წლის თებერვალში წარუდგინა. […]

Continue Reading

2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით მოიმატებს

2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით მოიმატებს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, 2027 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კომიტეტებში განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ „2027 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე ორიენტირებული“. „შემოსულობების ნაწილში […]

Continue Reading

პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებებს იხილავს, რომლითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის საფუძველზეც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი – 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლდებიან. „ქართული ოცნების“ მიერ ქონების გადასახადთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება […]

Continue Reading