ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა გადადგა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა გადადგომის შესახებ განცხადება დეფაქტო პრეზიდენტის თანდასწრებით გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ალან გაგლოევმა მისი გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის. ახალი “პრემიერ-მინისტრის” არჩევამდე, მოვალეობის შემსრულებელი პირველი მოადგილე კონსტანტინე ჯიოევი იქნება. “რესპუბლიკის მთავრობა სრულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტი არ დაამტკიცებს” – […]

Continue Reading

პუტინმა დაამტკიცა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლითაც რატიფიცირებულია რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება – იუწყება რუსეთის სახელისუფლებო მედია. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ხელშეკრულების მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსახორციელებლად, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, […]

Continue Reading