ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა გადადგომის შესახებ განცხადება დეფაქტო პრეზიდენტის თანდასწრებით გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ალან გაგლოევმა მისი გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.
ახალი “პრემიერ-მინისტრის” არჩევამდე, მოვალეობის შემსრულებელი პირველი მოადგილე კონსტანტინე ჯიოევი იქნება.
“რესპუბლიკის მთავრობა სრულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტი არ დაამტკიცებს” – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მარატ კამბოლოვის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
ამის შესახებ ალან გაგლოევმა სხდომაზე განაცხადა.
