დატოვეს თუ არა გორის ინციდენტში მონაწილე პოლიციელებმა საქართველო – რას აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და უცხოეთში იმყოფებიან. უწყება ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან. კატეგორიულად ვაცხადებთ, […]

Continue Reading

დააკავეს კაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს. მას ხელბორკილები პოლიციის განყოფილებაში დაადეს.  კადრებში, რომელიც “პირველებს” მიაწოდეს, ჩანს, რომ 30 წლამდე კაცს სახეზე ხილული დაზიანებები აღენიშნება.  ბანკის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია “პირველებს” დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა.  ადვოკატი აზუსტებს, რა მუხლით დააკავეს ახალგაზრდა კაცი. ჩემთვის როგორც ცნობილია, ახლახანს გადაიყვანეს იზოლატორში, დააკავეს, მაგრამ ყველაზე ცინიკური არის ის, რომ […]

Continue Reading

ვნახე კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“. „მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება ამაზე და რა თქმა უნდა, საზოგადოება იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. […]

Continue Reading

რას ჰყვება გორელი მამაკაცი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე?

გორის ინციდენტის მონაწილე ლაშა აბი­სო­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ შე­ლა­პა­რა­კე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სამ­სა­ხუ­რი­დან შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­მო­სულ მის მე­გო­ბარს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა და­ე­დევ­ნა. ლაშა აბი­სო­ნაშ­ვი­ლის თქმით, ის მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რად მა­საც გა­უს­წორ­დნენ. “მე და ჩემი ძმა­კა­ცი გვცე­მეს მაგ­რად. მან­ქა­ნა “მი­უშ­ვეს“, ამას შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა და მაგ­რად სცე­მეს. ვაშ­ვე­ლებ­დი და შემ­დეგ მეც მცე­მეს. 28-29 წლი­საა ჩემი მე­გო­ბა­რი, სამ­სა­ხურ­ში, შეს­ვე­ნე­ბა­ზე იყო […]

Continue Reading

ავარია “ბოლო ზარზე” – გორში, მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Continue Reading