პროკურატურა – გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია – რას აცხადებს ოჯახი

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების […]

Continue Reading

მეუფე გიორგი – “ოჯახი და საზოგადოება ითხოვს ძალიან მარტივ რამეს გასაჯაროვდეს სრული ვიდეოჩანაწერი, ხმის თანხლებით, თავიდან ბოლომდე”

წმინდა სინოდის წევრი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი ციხეებში არსებულ ვითარებას ეხმაურება და ითხოვს, რომ “ნუ დააფარებენ ხელს სავარაუდო საზარელი დანაშაულის ჩამდენთ”. “2012 წლამდე ბევრ მეგობარს საკუთარი ხელით დავუხუჭე თვალები , წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლებს. ამიტომ განსაკუთრებით კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებაზე მაღლა დგება სისტემის დაცვა და სიმართლის […]

Continue Reading

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი დავითაძეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ და ითხოვენ, სრულად გასაჯაროვდეს კადრები, სადაც მათივე განმარტებით, მსჯავრდებულზე ძალადობაა ასახული. გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, ბადრაგები, რომლებიც, მისივე თქმით, პატიმრებზე ძალადობენ, უნდა დაისაჯონ. „მოძალადე ტრაპაიძე თავისი არაკაცი, პატარა კაცებით, რომლებიც შეკრებილი ჰყავს, ძალადობენ პატიმრებზე და ამას არ […]

Continue Reading

მეუფე გიორგი პატიმრის შესახებ – თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას “მინდა გამოვეხმაურო პენიტენციურ […]

Continue Reading

თბილად ზიან კაბინეტებში და რაში აინტერესებთ ჩემი ამბები მათ, ვინც მე და ჩემმა ოჯახმა მოვიყვანეთ, რატომ არ დაიქცა ის დღე” – ირმა დავითაძე

დედა, რომლის პატიმარი შვილი ციხეში გაუპატიურებაზე საუბრობს, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრას ითხოვს – ირმა დავითაძე ამბობს, რომ სტრასბურგამდე ჩაიტანს ყველა ინფორმაციას და რომ იმ “ხელისუფლებას, რომელცი თავად მოიყვანა, ისე წაიყვანს”. ქალი რომელიც “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ცოლია, ამბობს, რომ ივანშვილის გუნდის წევრებს, მათ შორის თეა წულუკიანს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა თავისი შვილის საკითხზე, თუმცა წულუკიანი […]

Continue Reading

ლევან მაჭავარიანი გაუპატიურების შესახებ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის განცხადებაზე – რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც აგენტურული ქსელის მედიასაშუალებებმა აიტაცეს

აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც შემდეგ აგენტურული ქსელის მედიასაშუალებებმა აიტაცეს – ყველაფერი რამდენიმე წუთში გაიშიფრა, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებას. მისი თქმით, ციხეებში ყველაფერი ისეა, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და არანაირი მსგავსი კამპანია ვერ იმუშავებს. „აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, რომელიც შემდეგ […]

Continue Reading

თუ ციხეში პატიმრების წამება გაგრძელდა, ამას უნდა გადაჰყვეს კობახიძის მმართველობა – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მსგავსად, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სხვა პატიმრებიც გამოჩნდებიან, რომლებცი ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებსნ, მაშნ ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა “გადაყვება”. პოლიტიკოსის თქმით, ის ესაუბრა სახალხო დამცველს და მისგან მიიღო პირობა, რომ პატიმართა ნომერ მეექვსე დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები კიდევ შევლენ და უფრო დეტალურად შეისწავლიან საკითხს. მე დღეს […]

Continue Reading

“ბადრაგმა გამაუპატიურა” – პატიმრის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლოში

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს –  შოკისმომგვრელი ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. მეექვსე პენიტენცირი დაწესებულების ბინადარი, გიორგი დავითაძე მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს –  ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებააში არ […]

Continue Reading

პატიმარს, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პენიტენციური პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. პენიტენციური ირწმუნება, რომ №6 დაწესებულებულებაში თანამშრომლების მხრიდან დავითაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია სექსუალურ ძალადობას. “ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება” – წერს ოენიტენციური გავრცელებულ განცხადებაში […]

Continue Reading