ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალა
ახალგაზრდა ქალი ხიდიდან ხტომისას გარდაიცვალა. ამის მიზეზი დაუმაგრებელი დაზღვევის თოკი გახდა. ტრაგედია ბრაზილიაში თოკზე ხტომის შეჯიბრის დროს მოხდა. 21 წლის ტურისტი ხიდიდან გადახტა, მაგრამ ატრაქციონის პერსონალს მისთვის დამცავი თოკის დამაგრება დაავიწყდა. შეცდომა მხოლოდ მისი დაცემის შემდეგ შენიშნეს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს. მის საქმროს, რომელიც ტრაგედიის დროს იქვე იმყოფებოდა, ასევე დასჭირდა სამედიცინო დახმარება.
Continue Reading