20-მდე არასრულწლოვანის ჩხუბზე სავაჭრო ცენტრში შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ღამით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading