ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა

ეგვიპტეში მომხდარი მასშტაბური საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. კაირო-ასიუტის დასავლეთ უდაბნოს გზატკეცილის 55-ე კილომეტრზე სამგზავრო ავტობუსი მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მგზავრები ძირითადად ტურისტები იყვნენ. ავარია გიზაში მიმავალი რეგიონალური გზის შესასვლელთან მოხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ოცდარვა ეკიპაჟი გაიგზავნა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ ახლომდებარე საავადმყოფოები საგანგებო სიტუაციებში გადაიყვანა, […]

Continue Reading

ავარია ყვარელში – ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც შოთა მაისურაძე მართავდა, ამობრუნდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი იყო. ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული. […]

Continue Reading

ექსკურსიის ავტომობილი ძამას ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – არსებული ინფორმაციით, 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ყვარელში, მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორმა მოსწავლემ მოტეხილობები მიიღო. დანარჩენ მოზარდებს კი პრევენციის მიზნით პირველადი სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რუსთავის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ერთ-ერთის მძღოლი დაიღუპა

რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი, რის შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Continue Reading

ავარია “ბოლო ზარზე” – გორში, მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Continue Reading

ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ -სად მოხდა შემთხვევა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ. დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც. შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

Continue Reading