გარდაიცვალა ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი

დღის სიახლეები საზოგადოება

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სპორტული სააგენტო „კრისტალსპორტი“ ავრცელებს. როგორც იწერება, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ჯაბა დვალმა ერთი კვირის წინ გულის ინფარქტი გადაიტანა, რაც დღესაც გამეორდა.

ჯაბა დვალს კარიერის დიდი ნაწილი „ზესტაფონში“ აქვს გატარებული. 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელი „დინამო თბილისისა“ და სხვა ქართული კლუბების ღირსებასაც იცავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *